მებაღეობა-მევენახეობის კვლევის სამსახური
მებაღეობა-მევენახეობის კვლევის სამსახური შეიქმნა 2017 წლის 1მაისს.
სამსახურში მუშაობს 9 ძირითადი მეცნიერ-თანამშრომელი:
სამსახურის უფროსი - ზვიად ბობოქაშვილი;
სამსახურის უფროსის მოადგილე (მთავარი აგრონომი) - შალვა კენჭიაშვილი;
მთავარი სპეციალისტი (აგრონომი) - გიორგი გოდაბრელიძე;
მთავარი სპეციალისტი (მევენახეობა) - ლონდა მამასახლისაშვილი-ბარბლიშვილი;
მთავარი სპეციალისტი (მეხილეობა) - ელენე მაღლაკელიძე;
უფროსი სპეციალისტი (მევენახეობა) - მაია მირველაშვილი;
უფროსი სპეციალისტი (მეხილეობა) - ვანო კაკაშვილი;
სპეციალისტი (მევენახეობა) - ია ამირხანაშვილი;
სპეციალისტი (მევენახეობა) - ლაშა ციგრიაშვილი;
მიზანი:
კვლევის სფეროები:
●ვაზის და ხეხილ-კენკროვანი კულტურების გაშენების, მოვლის, წარმოების და გამრავლების თანამედროვე მიდგომების კვლევა, შემუშავება, რესურსდამზოგავი აგროტექნოლოგიების გაუმჯობესება;
● ახალი ჯიშების, საძირეების ინტროდუქცია, შეფასება და ჯიშთაგამოცდა აგროსექტორის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით;
● ვაზის და ხეხილის სპეციფიკური მიკროზონების შესწავლა-გამოკვლევა დამატებითი ღირებულების მინიჭების ხელშეწყობის მიზნით.
ადგილმდებარეობა:
ძირითადი გეგმები:
● მეხილეობა: ხეხილის ჯიშების ინტროდუქცია, შესწავლა და მათგან საუკეთესოების შერჩევა; ხეხილის ნერგის წარმოებისა და სხვლა–ფორმირებების ინოვაციური ტექნოლოგიების სრულყოფა-შემუშავება.
შესრულებული სამუშაოები:
● ჩატარებულია ლაბორატორიული კვლევა სიმწიფის პერიოდების შესაბამისად 10 ინტროდუცირებულ ვაზის ჯიშზე, განსაზღვრულია - საერთო შაქრები, საერთო მჟავიანობა, ყურძნის წვენის pH, საერთო ანტოციანები, საერთო პოლიფენოლები ყურძნის კანსა და წიპწაში;
●ექსპედიციების შედეგად მოძიებულია რაჭის ვაზის 2 ჯიში: კუდურაული და ლეჩხუმის ოჯალეშის უცნობი კლონი. სამცხე-ჯავახეთში მოძიებულია 4 ჯიში: სამარიობო, ხარისთვალა თეთრი, ცხენისძუა შავი, თეთრი ახალციხური. აღნიშნული ინდივიდები მოინიშნა გამრავლებისთვის;
● საველე ექსპედიციის შედეგად ხაშმის მიკროზონაში შესწავლილია ზონის ვენახების ფართობები. აღებულია ნიადაგის და ღვინის ნიმუშები შემდგომი კვლევებისთვის;
● შესწავლილ იქნა ღვინის ,,ხაშმი‘’ადგილწარმოშობის მიკროზონა.
● შემუშავებულია ვაზის ჯიშ-საძირის კომბინაციის მორფოლოგიური და აგრონომიული შესწავლის მონაცემთა ბაზის პირველი ნაწილი;
● ახალ საძირეებთან შეთავსებადობისა და ოპტიმალური კომბინაციების შეფასების მიზნით გამოიცადა ვაზის ჯიშები: ცოლიკოური, რქაწითელი, საფერავი, ჩინური; საძირეები: ბერლანდიერი X რუპესტრის რიხტერ 110; რიპარია X რუპესტრის 101/14;
● მყნობის შემდეგ სრული კალუსით გამორჩეულია კომბინაციები: ცოლიკოური, ჩინური, საფერავის ნამყენები რიპარია X რუპესტრის 10114 საძირეზე;
● ფესვის განვითარების ინტენსივობის მიხედვით: ცოლიკოური - რიპარია X რუპესტრის 10114 საძირეზე;
● განხორციელდა ხეხილის 40 ჯიშის სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა და პომოლოგიური აღწერა. ნაყოფების სადეგუსტაციო შეფასება ჩატარდა ჯიშთაგამოცდის მეთოდიკის საფუძველზე. მიღებული შედეგების საფუძველზე, მზადდება სარეკომენდაციო სია ფერმერებისთვის;
● გაშენდა სადემონსტრაციო ნაკვეთი ბლის ინტენსიური ტიპის ახალი სხვლა ფორმირების (UFO, ესპანური ბუჩქი) გამოცდის მიზნით - 0,05 ჰა;
● ჩატარდა კურკოვანი კულტურების ნაგალა საძირეების (Ishtara, MRS, Colt, Gisela) დაფესვიანება სხვადასხვა მეთოდების (სითბური სტრატიფიკაცია, ზრდის რეგულატორები - IBA, ხელოვნური ნისლის კამერა) გამოყენებით; დაფესვიანების მაღალი უნარით გამორჩეულია: ქლიავის, გარგარის საძირე Mir 29C, დაბალი უნარიანობით - Gis 5, GF 667. კვლევის შედეგების საფუძველზე მზადდება რეკომენდაცია სანერგე წარმოების სექტორისთვის კურკოვანი კულტურების პერსპექტიული საძირის Mir29C –ს გამრავლების მეთოდის შესახებ;
● საქართველოს 5 რეგიონში (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა) გაშენდა ვაზისა და ხეხილის 5 საკოლექციო ნარგაობა.
სხვა აქტივობები:
● თანამშრომლობს სასოფლო-სამეურნეო პროფილის კვლევით, აკადემიურ და პროფესიულ ორგანიზაციებთან;
● ახორციელებს ერთობლივ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვა სააგენტოებთან ერთად;
● ატარებს ყოველთვიურ ტრადიციულ სემინარ-ტრენინგებს მევენახეობის და , მეხილეობის მიმართულებით;
● ამზადებს მიზნობრივ სასწავლო-საექსტენციო ბროშურებს კულტურების მიხედვით ფერმერებისთვის;
● მონაწილეობს პროფილური მიმართულებების პოპულარიზაციის ღონისძიებებში (გამოფენები, ღია კარის დღეები, საერთაშორისო დელეგაციების მიღება, დეგუსტაციები, მინდვრის დღეები, მოსავლის აღება-დემონსტრაცია, რთველი და სხვ.).
სამომავლო გეგმები:
● უსახელოურის მევენახეობის სპეციფიკური მიკროზონის შესწავლა;
● ხეხილის ჯიშების ინტროდუქცია, შესწავლა და მათგან საუკეთესოების შერჩევა;
● ხეხილის ნერგის წარმოებისა და სხვლა-ფორმირებების ინოვაციური ტექნოლოგიების სრულყოფა-შემუშავება;
● საქართველოში ინოვაციური მეთოდების გამოყენება ორგანულ მევენახეობაში (დონორი: შ.რუსთაველის ეროვნული-სამეცნიერო ფონდი).