+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური


















ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახური შეიქმნა 2017 წლის 1 მაისს.

სამსახურში მუშაობს 8 მეცნიერ- თანამშრომელი:
სამსახურის უფროსი - ნატო კაკაბაძე;
მთავარი სპეციალისტი - ირმა ირემაშვილი;
მთავარი სპეციალისტი - დალი წიკლაური (აგრონომი);
უფროსი სპეციალისტი - ელენე მოთიაშვილი-სიჭინავა;
უფროსი სპეციალისტი - ფრიდონ სანაია;
სპეციალისტი - ლევან ტყემალაძე;
კონსულტანტი -ვაჟა ჯაფარიძე;
კონსულტანტი - პაშა ვაჩეიშვილი;

მიზანი:

● კარტოფილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის და პარკოსანი კულტურების თესვისა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების კვლევა, დამუშავება, გავრცელება;
● რეგიონებში ჯიშთა გამოცდის ნაკვეთების მოწყობა;
● ჯიშთა გამოცდა, შერჩევა, სელექციურ მიღწევათა პოპულარიზაცია;
● კარტოფილის ელიტური სარგავი მასალის მიღება;
● თესლის, საჩითილე და სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიების კვლევა, შემუშავება ღია და დახურულ გრუნტში;
● საქართველოს პირობებისთვის აპრობირებული, ამჟამად არაკულტივირებული, მივიწყებული ჯიშების კვლევა და აღდგენის ხელშეწყობა;
● გენპლაზმის დაცვა-კონსერვაცია.









კვლევის სფეროები:

● კვლევები ღია და დახურული გრუნტის ex-situ/in-situ/an farmer/in vitro პირობებში;
● მყნობის ტექნოლოგიის ათვისება და გამოყენება ბოსტნეულ კულტურებში;
● ალისარჩულის ადაპტაციის შესაძლებლობების შესწავლა რეგიონების მიხედვით და შედარება მზესუმზირას კულტურასთან;
● ტექნიკური კულტურების (თამბაქო, სელი) გენეტიკური რესურსის მოძიება-კონსერვაცია, სამეცნიერო ბაზის შექმნა და სელექცია;
● საპარკე და სამარცვლე პარკოსანი კულტურების შესწავლა, სელექცია და პირველადი მეთესლეობა;
● ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების (კიტრი,პამიდორი, წიწაკა, საზამთრო) ჯიშების/ჰიბრიდების შესწავლა და გამოცდა;
● ბოსტნეული კულტურების (ხახვნაირები, კომბოსტოსნაირები) გენეტიკური რესურსების მოძიება, შესწავლა და პერსპექტიული ფორმების გასავრცელებლად დაშვება;
● კარტოფილის ორი სუპერელიტური, სუპერელიტური, ელიტური სარგავი მასალის მიღება და ფიტოფტორასადმი მედეგი კლონების გამოვლენა;
● კარტოფილის, სტაფილოს და ჭარხალის პირველადი მეთესლეობა საქართველოში.

ადგილმდებარეობა:

● ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის ექსპერიმენტული ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტის ს. წილკანშია (თბილისიდან 45 კმ-ში დასავლეთ მიმართულებით) განთავსებული.

ძირითადი გეგმები:

● სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენცია;
● ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება/გავრცელება;
● ახალი ჯიშების ინტროდუქცია, გამოცდა, სელექცია, პოპულარიზაცია;
● ფერმერებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის ტრეინინგების ჩატარება (თეორიული, პრაქტიკული სწავლება);
● სამეცნიერო სტატიიების, ბროშურების, მეთოდური მითითებების, რეკომენდაციების, საგაზეთო პუბლიკაციების მომზადება;
● ექსპედიციების დაგეგმვა, სამინისტროს აგრომობილში აქტიური მონაწილება;
● კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილება;

შესრულებული სამუშაოები:

● კარტოფილის ჯიშთა გამოცდა და პირველადი მეთესლეობა;
● საკვლევი ობიექტი: კარტოფილის ადგილობრივი, ბელარუსის, ევროპლანტის, აგრიკოს ჯიშები და Cip-ის კლონები;
● SSSE კატეგორიის მინიტუბერების წარმოება;

პარკოსანი კულტურების შესწავლა-სელექცია და პირველადი მეთესლეობა:
● პირველადი მეთესლეობის მიზნით მუხუდოს ( ელექსირი, არაგვი) და ოსპის (პაბლო) კულტურის დარეგისტრირებული ჯიშების თესვა;
● წილკნის ბაზაზე დაითესა საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA-დან მიღებულია 736 ნომერი სელექციური მასალა;
● მოეწყო მუხუდოს დარეგისტრირებული ჯიშების („არაგვი“, „ელექსირი“ ) და ოსპის ჯიშის ( „პაბლო“) გამრავლების სანერგეები.

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშების/ჰიბრიდების შესწავლა- გამოცდა:
● გენეტიკური კოლექციის სანერგეში, იზოლირებული პირობების დაცვით, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშების გამრავლება;
● ბოტანიკური-კომერციული მახასიათებლების შესწავლა;
● ბოსტნეულის ჩითილების მყნობის ტექნოლოგიის ათვისება-დანერგვა;
● კატალოგისათვის განხორციელდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშების/ჰიბრიდების მცენარეების და ნაყოფების ფოტოგრაფირება;

ბოსტნეული კულტურების (ხახვნაირები, კომბოსტოსნაირები) გენეტიკური რესურსების მოძიება, შესწავლა, გამორჩევა და პერსპექტიული ფორმების გასავრცელებლად დაშვება:
● ხახვის ადგილობრივი და ინტროდუქცირებული ჯიშების გამოცდა და გამორჩეული ფორმების გამოყენება სათესლედ რეგიონებში იზოლაციის მიზნით;
● შეიქმნა ნივრის კულტურის გენოფონდი;
● მოეწყო ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის საკოლექციო სანერგე;
● ჩატარდა In-vitro ნიორის ჯიშთა გამოცდა;

ალისარჩულის და მზესუმზირას ადაპტაციის შესაძლებლობის შესწავლა რეგიონების მიხედვით:
● ყაზახეთიდან ალისარჩულის შემოტანილი 3 ჯიში: „ცენტრ 70“ ; „ტალანი“; „ალკიზილი“ გამოცდა წილკანსა და კახეთის რეგიონებში;
● მზესუმზირის ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშების გამოცდა.

ტექნიკური კულტურების: თამბაქო, სელი, გენეტიკური რესურსის მოძიება, სამეცნიერო ბაზის შექმნა და სელექცია:
● თამბაქოს კოლექცია წარმოდგენილია: 11 ადგილობრივი და 1 ინტროდუცირებული ჯიშით.
● გამოვლინდა მაღალმოსავლიანი თამბაქოს ჯიშები;
● მოეწყო სელის ადგილობრივი ფორმების საკოლექციო და გამრავლების სანერგე, სადაც იცდებოდა ადგილობრივი საზეთე სელის 11 ფორმა
● შედეგი: გამოირჩა 2 ფორმა: L-3 სამღეროიანი ფორმა და L- 5 ხუთღეროიანი;

სხვა აქტივობები:

● აქტიური მონაწილეობა ეროვნული, ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებში;
● სასოფლო-სამეურნეო პროფილის კვლევით, აკადემიურ და პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
● ერთობლივი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვა სააგენტოებთან ერთად;
● ტრადიციული სემინარ-ტრეინინგები;
● ბოსტნეულის მყნობის ტექნოლოგიების (ღია და დახურულ გრუნტში) ათვისება, ტექნოლოგიების დახვეწა;
● მიზნობრივ სასწავლო-საექსტენციო ბროშურების მომზადება კულტურების მიხედვით;
● ჯიშთა დარეგისტრირების მიზნით საქპატენტთან თანამშრომლობა;
● პროფილური მიმართულებების პოპულარიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა (გამოფენები, ღია კარის დღეები, საერთაშორისო დელეგაციების მიღება, დეგუსტაციები, მინდვრის დღეები, მოსავლის აღება-დემონსტრაცია და სხვა);

სამომავლო გეგმები:

● მყნობის ტექნოლოგიის გამოყენება ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებში;
● ალისარჩულის ადაპტაციის შესაძლებლობის შესწავლა რეგიონების მიხედვით და შედარება მზესუმზირას კულტურასთან;
● ტექნიკური კულტურების (თამბაქო, სელი) გენეტიკური რესურსის მოძიება-კონსერვაცია, სამეცნიერო ბაზის შექმნა და სელექცია;
● საპარკე და სამარცვლე პარკოსანი კულტურების შესწავლა, სელექცია და პირველადი მეთესლეობა;
● ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ( კიტრი, პომიდორი, წიწაკა, საზამთრო) ჯიშების/ჰიბრიდების შესწავლა და გამოცდა;
● ბოსტნეული კულტურების (ხახვნაირები, კომბოსტოსნაირები) გენეტიკური რესურსების მოძიება, შესწავლა და პერსპექტიული ფორმების გასავრცელებლად დაშვება;
● კარტოფილის ორი სუპერელიტური, ელიტური სარგავი მასალის მიღება და ფიტოპტორასადმი მედეგი კლონების გამოვლენა;
● კარტოფილის, სტაფილოს და ჭარხლის პირველადი მეთესლეობა საქართველოში.