+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

სამეცნიერო საბჭო

ძირითადი ფუნქციები:
● ცენტრის კვლევითი მიმართულებების განსაზღვრა და სამეცნიერო პოტენციალის ამაღლება;
● სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიური განვითრების ხელშეწყობა;

რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
















სურსათთან ასოცირებული რისკების შეფასება

წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შესახებ შეთანხმებით (WTO-SPS) დადგენილ პრინციპს, რომლის დაცვა საქართველოს ევალება ასოცირების (AA) შეთანხმების ფარგლებშიც.

რისკის ანალიზის პროცესში გაითვალისწინება

ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელიც შემუშავებულია Codex Alimentarius, FAO, WHO, OIE, EPPO, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

რისკის შეფასების ორგანო

➤ რისკის შეფასებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდგომში „ცენტრი“), რომელიც ავტორიზებულია ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) ეროვნულ საკონტაქტო ინსტიტუციად.
➤ ცენტრში შექმნილია რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში „საბჭო“) და რისკის შეფასების სამსახური. რისკის შეფასების აღნიშნული სტრუქტურები წარმოადგენენ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების ერთიანი სისტემის სამეცნიერო ნაწილს.

საბჭო შექმნილია:

● საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბერის №605 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
● სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის 107-ძ 23.06.2015 (ცვლილებები 110-ძ 25.06.2015) ბრძანებით.

საბჭო საქმიანობას წარმართავს:

● საქართველოს კანონით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენართა დაცვის კოდექსი“,
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 დეკემბერის №605 დადგენილებით,
საბჭოს დებულებით,
● საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

საბჭოს მიზანი და ამოცანები

საბჭოს საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს სურსათის უვნებლობის სფეროებში ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების აგენტების ალბათობისა და სიმძიმის დამოუკიდებელი მეცნიერული შეფასების საფუძველზე დასკვნის მომზადება;
➤ აღნიშნული ამოცანის გადასაწყვეტად საბჭოს წევრი შესაბამისი დარგის მეცნიერები იხილავენ, აანალიზებენ და ითვალისწინებენ რა საერთაშორისო ოფიციალური ინსტიტუციების მიერ ჩატარებული მეცნიერული კვლევითი სამუშაოების შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში არსებული შესაძლებლობების ფარგლებში წარმოადგენენ წინადადებას სამეცნიერო-კვლევითი პროცედურების ჩატარების შესახებ;
➤ საბჭოს მიერ მომზადებული ძირითადი დასკვნა მიეწოდება ცენტრის რისკის შეფასების სამსახურს სათანადო რეკომენდაციების მოსამზადებლად; სამეცნიერო დასკვნა ეფუძნება ხელმისაწვდომ, მეცნიერულად დასაბუთებულ შედეგებს, მონაცემებს და ხორციელდება დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების გათვალისწინებით.

საბჭოს ფუნქციები

➤ რისკის მართვის ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი, სურსათში არსებული პოტენციური საფრთხეების განხილვა;
რისკის შეფასების სამსახურის მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოძიებული, მეცნიერულად დასაბუთებული შედეგებისა და მონაცემების განხილვა;
➤ სურსათის ეროვნული სააგენტოსა ან/და სხვა პირების მიერ მონიტორინგის პროგრამით განხორციელებული ლაბორატორიული კვლევების შედეგების განხილვა-გაანალიზება;
➤ სამეცნიერო დასკვნის განხორციელების მიზნით პროფილურ მეცნიერ-ექსპერტების შერჩევა და რისკის შეფასების პროცესში ჩართვა;
➤ სურსათში არსებულ პოტენციურ საფრთხეებთან დაკავშირებით სამეცნიერო დასკვნის მომზადება;
➤ ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან სამეცნიერო თანამშრომლობა.

სამეცნიერო დასკვნის განხორციელების მიზნით პროფილურ მეცნიერ-ექსპერტთა შემრჩევი კომისია

სამეცნიერო დასკვნის განსახორციელებლად პროფილურ მეცნიერ-ექსპერტთა შერჩევისა და რისკის შეფასების პროცესში ჩართვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ქმნის პროფილურ მეცნიერ-ექსპერტთა შემრჩევ კომისიას. იგი ამტკიცებს კომისიის პერსონალურ შემადგენლობას, რისკის შეფასების სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ კონსულტაციების შედეგად შერჩეული სავარაუდო კანდიდატების წარდგინების საფუძველზე. ექსპერტი შეირჩევა სურსათთან დაკავშირებული რისკის განხილვის, შეფასებისა და სამეცნიერო დასკვნის მომზადების მიმართულებით..

საბჭოს წევრები

➤ საბჭოს წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელიც არის ან არ არის დასაქმებული საჯარო სექტორში და რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში არის დამოუკიდებელი და ობიექტური.
➤ საბჭოს წევრი, რომელიც ჩართულია რისკის შეფასების პროცესში, შეირჩევა გამჭვირვალედ, მისი გამოცდილების გათვალისწინებით.
➤ საბჭოს წევრს არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს რისკის შეფასებაზე.
➤ საბჭოს წევრთა პირადი მონაცემები, ინფორმაცია მათი სამეცნიერო და პროფესიული გამოცდილების შესახებ საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

➤ ამჟამად, საბჭოში გაერთიანებულია სხვადასხვა პროფილის 106 მეცნიერი (იხ. ბმული: საბჭო ).

➤ საბჭოს თავმჯდომარეა პროფესორი გიორგი ჭილაძე.

2015-2016 წლებში განხორციელებული პროექტები, აქტივობები და შეფასებები:

1. მეცნიერთა დასკვნა - ინდუსტრიული ტრანს იზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება.
● რეკომენდაციის შემდგომი აქტივობები/განხორციელებული ქმედებები:
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის #2567 განკარგულება "სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების რეგულირებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე";
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის #262 დადგენილება "სურსათში ტრანსცხიმის ნორმა";
2. ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის A(H5N1) რისკის შეფასება
● რეკომენდაციის შემდგომი აქტივობები/განხორციელებული ქმედებები: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილი #09/539;
3.Listeria monocytogenes რისკის შეფასება მზა სურსათში და მაღალი რისკის სასურსათო კატეგორიების განსაზღვრა
● რეკომენდაციის შემდგომი აქტივობები/განხორციელებული ქმედებები:
- რეკომენდაციები გათვალისწინებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა სამსახურებრივ ინსტრუქციებში;
4. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში Campylobacter-ის გამოვლენის ალბათობა და სიმძიმის შეფასება
● რეკომენდაციის შემდგომი აქტივობები/განხორციელებული ქმედებები:
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება #2-101, "საქართველოში Campylobacter-თან დაკავშირებული არსებული მდგომარეობის შესწავლისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ;
5. ფრინველის გაყინულ, მექანიკურად განცალკევებულ ხორცში salmonella-ს რისკის შეფასება.
6. სურსათისმიერი არაორგანული დარიშხანის რისკი საქართველოს მოსახლეობაზე.
7. რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დასკვნის პროექტი - პალმის ცხიმთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შეფასება.
8. TAIEX-ის საექსპერტო მისიის 2017 წლის იანვრის ანგარიში.

სიახლეები:

1.რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ პროფესორი გიორგი ჭილაძე აირჩიეს (იხ. ბმული http://srca.gov.ge/news/3237 )
2. Чиладзе Г.Б. Роль и значение продовольственной безопасности в Концепции Национальной Безопасности Грузии.
3. 6th BfR-Summer Academy on Risk Assessment and Risk Communication in Food Safety, 03 – 14 July 2017, Berlin.
4.Summer School “In Silico Methods for Food Safety”