+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

ეკონომიკური ანალიზისა და სტრატეგიული კვლევის სამსახური






ეკონომიკური ანალიზისა და სტრატეგიული კვლევის სამსახური შეიქმნა 2014 წლის 10 ნოემბერს

სამსახურში მუშაობს ოთხი ძირითადი თანამშრომელი:
სამსახურის უფროსი - გიორგი ბადრიშვილი;
მთავარი სპეციალისტი -
უფროსი სპეციალისტი - ავთანდილ წვერიკმაზაშვილი;
სპეციალისტი - მარიამ ფეიქრიშვილი.

მიზანი:

● სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვითარების გზებისა და მიმართულებების პროგნოზირება;
● სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტრატეგიული პრიორიტეტულ მიმართულებების მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების ბაზის შექმნა;
● სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო თემატიკების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
● სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიღწევების ეკონომიკური ანალიზის განხორციელება (ტექნოლოგიური რუქები, ეკონომიკური ეფექტიანობა და სხვ.);
● სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებული საქმიანობების ანგარიშების სისტემატიზაცია;
● სამეცნიერო თემატიკების დაგეგმვაში მონაწილეობა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში;
● აგრარულ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი დარგობრივი ეკონომიკური თემატიკების შემუშავება;
● ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების მომზადება;
● სასწავლო -პრაქტიკული ხასიათის ტრენინგების ჩატარება;
● სამსახურის ყოვლეწლიური სამოქმედო გეგმის მომზადება;
● კვარტალური ანგარიშების მომზადება და პრეზენტაცია;

შესრულებული სამუშაოები:

● სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების განსაზღვრა და დელეგირება;
● სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამოქმედო გეგმის კონსოლიდირება;
● სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანგარიშების კონსოლიდირება;
● ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციების დამყარება და ეტაპობრივად განვითარება;
● სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზენტაციისთვის მასალების მომზადება და პრეზენტაციაში მონაწილებობა;
● სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ტექნოლოგიური პროცესების ეკონომიკური ანალიზის განხორციელება;
● აგრარულ მეცნიერებათა პონეციალის დიაგნოსტირკური ანალიზი;
● საქართველოს აგრარული სექტორის ინტელექტუალური პოტენციალის კვლევა;
● ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების შესახებ არსებული ინფორმაცის დამუშავება და ანალიზი;
● ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების მომზადება, რეგიონებში სასწავლო - პრაქტიკული ხასიათის ტრენინგების ჩატარება;
● ბროშურისთვის მასალების მომზადება;
● ეკონომიკურ რეკომენდაციათა შემუშავება/მიწოდება სამთავრობოთაშორისო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.







სამომავლო გეგმები: 

● ქვეყნის აგრარულ მეცნიერებათა SWOT ანალიზი და სტრატეგიული საპროგნოზო რეკომენდაციების შემუშავება;
● აგრარული მეცნიერების განვითარების გზებისა და მიმართულებების პროგნოზირება;
● მიწის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
● მიწის კადასტრის ინფორმაციის მოძიება, შესწავლა და ანალიზი;
● არსებული მიწის რესურსის ანალიზი და ოპტიმალური გამოყენების შესაძლებლობები;
● პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრების განვითარების მხარდაჭერა.