+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის სამსახური






მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის სამსახური შეიქმნა 2015 წელს.

სამსახურში მუშაობს ექვსი ძირითადი მეცნიერ-თანამშრომელი:
სამსახურის უფროსი - ცოტნე სამადაშვილი;
მთავარი სპეციალისტი (აგრონომი) - ნუგზარ ბენდიანიშვილი;
მთავარი სპეციალისტი (თავთავიანი კულტურები) - გულნარი ჩხუტიაშვილი;
მთავარი სპეციალისტი (აგრონომი) - ოთარ ლიპარტელიანი;
სპეციალისტი (სიმინდი) - ფილარეტ ბეგოიძე;
მთავარი კონსულტანტი (სიმინდი) - ლიანა ქირიკაშვილი;

მიზანი: 

● საქართველოში გავრცელებული მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების გენოფონდის მოძიება, რეაბილიტაცია, აღწერა და შენახვა;
● მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების სახეობების, სახესხვაობებისა და ჯიშების მოპოვება, სელექციური გაუმჯობესება, გამრავლება და კომერციული შეფასება, მათი გენეტიკურ ბანკში განთავსება და პოპულარიზაცია;
● მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების სელექციური, ეკოლოგიური ჯიშთა გამოცდა და მათი გასავრცელებლად შერჩევა;
● მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კონდიციური თესლის მიღების ტექნოლოგიების სრულყოფა და ფერმერულ მეურნეობაში გავრცელების რეკომენდაციების დამუშავება;
● მივიწყებული და ნაკლებად გავრცელებული მარცვლოვანი კულტურბის რეაბილიტაცია და მათი აგროტექნიკის დამუშავება, თესლბრუნვაში მატი ადგილის შერჩევა და ათვისება;
● მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების სელექციური, ეკოლოგიური ჯიშთა გამოცდა და მათი გასავრცელებლად შერჩევა;
● მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა და ფერმერულ მეურნეობებში დანერგვა.







კვლევის სფეროები:

● რეგიონისათვის საშემოდგომო თავთავიანი კულტურების ჯიშთა შერჩევა;
● საერთაშორისო სანერგეების შესწავლა და ახალი ჯიშების გამორჩევა;
● უნიკალური ქართული ხორბლის გენოფონდის დაცვა;
● უნიკალური ქართული ხორბლის ჯიშების გამრავლება და წარმოებაში დანერგვა;
● მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და დანერგვა;
● პირველადი მეთესლეობა და სუპერელიტური თესლის წარმოება;
● რეგიონისათვის სიმინდის პერსპექტიული ჯიშების შერჩევა;
● უნიკალური ქართული სიმინდის ჯიშების გენოფონდის დაცვა;
● უნიკალური ქართული სიმინდის ჯიშების გამრავლება და წარმოებაში დანერგვა;
● ჰიბრიდული სიმინდის წარმოებისათვის მშობელი ფორმების გამოყოფა და შესწავლა.

ადგილმდებარეობა:

● მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის სამსახურის ექსპერიმენტული ბაზა მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში (თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით);

შესრულებული სამუშაოები:

● სამსახურის მიერ საქპატენტში დარეგისტრირდა შვრიის ახალი ჯიში "არგო";
● შესწავლილია თავთავიანი კულტურების (ხორბალი, ქერი, შვრია, ტრიტიკალე, ჭვავი) და სიმინდის გენეტიკური რესურსები და ხდება მათი გამრავლება წილკნის და ლენტეხის საცდელ ბაზებზე;
● შესწავლილია საშემოდგომო თავთავიანი კულტურების და სიმინდის ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშები საქართველოს 11 რეგიონის ბაზაზე;
● საქართველოს ორ რეგიონში (ქართლი, სამცხე-ჯავახეთი) შესწავლილია საგაზაფხული ხორბლისა და ქერის საერთაშორისო სანრგეები და ხორბლის ფაკულტატური ჯიშები;
● თავთავიან კულტურებზე ჩატარდა მცენარეთა სოკოვანი დაავადებებით დასენიანებისა და გავრცელების აღრიცხვა და გამოვლენილია გამძლე ფორმები;
● შესწავლილი და დამუშავებულია საერთაშორისო სანერგებიიდან მიღებული 500-მდე გენოტიპი და გამორჩეულია ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული დადებითი ნიშან-თვისებების მქონე ფორმები;
● შესწავლილია მასალის ბიოქიმიური ანალიზი და გამოყოფილია პერსპექტიული ფორმები შემდგომი გამრავლებისათვის;
● წარმოებულია პირველადი მეთესლეობა სიმინდის 4 მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდის (წილკანი 1; საბა; კახურა და მაღალლიზინიანი ქართული კრუგი);
● მიღებულია სიმინდის მაღალმოსავლიანი ქართული ჰიბრიდების წეროვანი1-ის და ყაზბეგის მშობელი ხაზების ჰიბრიდული თესლი;
● ისწავლება ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის rf გენების დონორების (24 ნომერი) გამოყენებით მაღალჰეტეროზისული ჰიბრიდების მეთესლეობის სტერილურ საფუძველზე გადაყვანა და ჩრდილოეთის ჰელმინთოსპორიოზის მიმართ გამძლე Ht გენების დონორების (35 ნომერი) გამოყენებით რეზისტენტული მაღალმოსავლიანი ჰიბრიდების შექმნა;
● დამუშავებულია თავთავიანი კულტურების პირველადი მეთესლეობის სქემები და დაჩქარებული წესით ელიტური თესლის მიღების მეთოდიკა;
● დამუშავებულია სიმინდის ჰიბრიდული ფორმის მისაღებად მშობელი ფორმების შერჩევის მეთოდიკა;
● გამოყვანილია ხორბლის მაღალმოსავლიანი და მაღალხარისხიანი ჯიში თბილისური 15, რომლის მოსავლიანობაა 6.5-7.5 ტ/ჰა-ზე და რეკომენდებულია ხორბლის მთესველი ყველა რეგიონისათვის;

ძირითადი გეგმები:

● თავთავიანი კულტურებისა და სიმინდის გენოფონდის მოძიება, შესწავლა, რეგენერაცია და კონსერვაცია;
● საქართველოში გავრცელებული მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების ჯიშების შესწავლა და მათი გამოყენების პოტენციალის შეფასება;
● მიკროზონების მიხედვით მარცვლოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშების გამოვლენა და გასავრცელებლად საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;

სხვა აქტივობები:

● თავთავიანი კულტურების გენოფონდში აღებულია და გასამრავლებლად მომზადებულია 20 ნიმუში;
● საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეულია, ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული ხორბლის და ქერის 55 პერსპექტიული ფორმა;
● გაწმენდილი და მიღებულია ელიტური თესლი ხორბლის ჯიშების: ვარძია-12.950ტ; ახალციხის წითელი დოლი - 5.0ტ; საული 9- 1.8ტ; ჭვავი 4.2ტ; შვრია - 0.250ტ;
● შესწავლილი და აღრიცხულია ქართული ხორბლის ჯიშების 58 ჯიშ-ნიმუში და ქერის, შვრიის, ტრიტიკალეს და ჭვავის 40 ნიშ-ნიმუში;
● მიღებულია თავთავიანი კულტურების 15 პერსპექტიული ჯიშის სუპერელიტური თესლი;
● სელექციურ ჯიშთაგამოცდაში შესწავლილია 15 ჯიშ- ნიმუში;
● გამრავლების სანერგეში შესწავლილია 12 ჯიშ-ნიმუში;
● სამსახური თანამშრომლობს სასოფლო-სამეურნეო პროფილის კვლევით, საერთაშორისო, აკადემიურ და პროფესიულ ორგანიზაციებთან;
● ახორციელებს ერთობლივ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად;
● ამზადებს მიზნობრივ სასწავლო-საექსტენციო ბროშურებს კულტურების მიხედვით ფერმერებისთვის;
● მონაწილეობს პროფილური მიმართულებების პოპულარიზაციის ღონისძიებებში (საერთაშორისო კონფერენციები, საგამოფენო და მინდვრის დღეები, მოსავლის აღება-დემონსტრაცია);

სამომავლო გეგმები:

● მეთოდური სახელმძღვანელოს "თავთავიანი კულტურების და სიმინდის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია" გამოცემა;
● მაღალი პოტენციალის მქონე ჯიშების გასავრცელებლად რეკომენდაციების მომზადება;
● მარცვლოვანი კულტურების ახალი ჯიშების საქპატენტში დასარეგისტრირებლად გადაცემა;
● ხორბლის ჯიშებისათვის ღეროს სიმაღლის რეგულატორების გამოყენების შესახებ - შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება;
● თავთავიანი კულტურების თესვის ნორმების დადგენის შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება;