+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი




















მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტი შეიქმნა 2014 წლის 15ივლისს.

დეპარტამენტში მუშაობს 13 ძირითადი მეცნიერ- თანამშრომელი:
დეპარტამენტის უფროსი - რუსუდან ბარკალაია;
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - შადიმან ფოცხვერია;
მთავარი სპეციალისტი - როლანდ მიტიჩაშვილი;
მთავარი სპეციალისტი - ლევან თორთლაძე;
მთავარი სპეციალისტი - ცისანა ქილიფთარი;
მთავარი სპეციალისტი (მეთევზეობის მიმართულება) - ელდარ კაშია;
მთავარი სპეციალისტი - ერნა კალანდია;
უფროსი სპეციალისტი (აბრეშუმის მიმართულება) - ნარგიზა ბარამიძე;
უფროსი სპეციალისტი(მეფუტკრეობის მიმართულება) - ნანა მაისურაძე;
უფროსი სპეციალისტი - მურმან ლომინეიშვილი;
უფროსი სპეციალისტი - ირმა გეგუჩაძე;
სპეციალისტი - კობა ნაცვალაძე;
სპეციალისტი - იოსებ მედოიძე.

მიზანი:

საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველების, ფრინველების, თევზების, სამეურნეო და კომერციულად სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესება, მაღალპროდუქტიული ჯიშების მოშენება მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლებისთვის;









კვლევის სფეროები:

მეძროხეობა:
● გადაშენების ზღვარზე მყოფი ძროხის ადგილობრივი ჯიშების მოძიება, შესწავლა, საცდელ-საკოლექციო ნახირების და სპერმის ბანკის შექმნა;
● საქართველოში შემოყვანილი ძროხის მაღალპროდუქტიული ჯიშების შესწავლა, მათი მოშენების მეცნიერული ხელშეწყობის მიზნით.
მეცხვარეობა:
● გადაშენების ზღვარს მისული ქართული ნახევრად ნაზმატყლიანი და ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვრის ჯიშების მოძიება, შესწავლა, საკოლექციო ჯგუფის შექმნა.
მეღორეობა:
● გადაშენების ზღვარზე მყოფი კახური და სვანური ღორის მოძიება, შესწავლა, რეპროდუქტორისა და შვილეული ფერმების ჩამოყალიბება, სპერმის ბანკის შექმნა;
● საქართველოში შემოყვანილი ღორის თანამედროვე ჯიშების და ჰიბრიდების გამოცდა ინტენსიური მეღორეობის პირობებში.
მეფრინველეობა:
● ფრინველის ადგილობრივი გენოფონდის ჯიშებისა და პოპულაციების საკოლექციო გუნდის დაკომპლექტება;
● სანაშენე ბირთვის შექმნის მიზნით ფრინველის მომრავლება;
● სანაშენე ბირთვის შექმნა შემდგომი სრულყოფისათვის;
● სტანდარტების დაზუსტება - შემუშავება კატალოგის შექმნის მიზნით;
● გენეტიკური ბანკის შექმნა;
● კოლხური ხოხბის სამეურნეო-სასარგებლო ნიშან-თვისებების შესწავლა;
● ქვემო ქართლის რეგიონის მეფრინველეობის მცირე ფერმერულ მეურნეობებში მაღალპრო­დუქ­ტიული მეკვერცხული კროსის „ლომან ლსლ კლასიკის“ პროდუქტიულობის მაჩვენებლე­ბის შესწავლა;
მეთევზეობა:
● გათვალისწინებულია კობრის ადგილობრივ პოპულაციებზე - ფარავანისა და რიონის კობრზე საჯიშე-სასელექციო სამუშაოების განხორციელება, რაც მთავარ მიზნად ისახავს კობრის ახალი სამეურნეო ჯიშის მიღებას, რომელიც გამორჩეული იქნება ზრდის მაღალი ტემპით.
მეფუტკრეობა:
● ქართული ფუტკრის პოპულაციების (მეგრული, გურული, ქართლური) იდენტიფიცირება და მეგრული პოპულაციის გენოფონდის ხალასად შენარჩუნება-აღწარმოების სამეცნიერო ხელშეწყობა;
● ფუტკრის საკვები ბაზის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება.
მეაბრეშუმეობა:
● თუთის აბრეშუმხვევიას ცოცხალი გენოფონდის ჯიშებისათვის დამა­ხასი­ათე­ბელი მემკვიდრული ნიშან-თვისებების შენარჩუნება;
● საქართველოში არსებული თუთის აბრეშუმხვევიას ცოცხალი გენოფონდის ჯიშების გენოტიპური და ფენოტიპური კვლევა;
● თუთის აბრეშუმხვევიას დაავადებების კვლევა. დაავადება ბირთვული პოლიედროზის ადრეულ ფაზაში პროგნოზირება;
● ქართული და უცხოური ჯიშების გენეტიკური პასპორ­ტიზა­ცია.
ვეტერინარია:
● ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო კერაში დაავადებული და პირობითად ჯანმრთელი ფურებიდან მიღებული რძით დამზადებულ ყველში ბრუცელების სიცოცხლისუნარიანობის ვადების დადგენა;
● სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ზოგიერთ ჰელმინთოზურ დაავადებათა ეპიზოოტოლოგიის რიგი საკითხების შესწავლა.
საკვებწარმოება:
● ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრების გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება;
● მინდვრის საკვები კულტურების შერჩევა.

ადგილმდებარეობა:

●გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ თელეთის შპს „მარგებელის“ დროებითი საცდელი ფერმა;
● ქართული მთის, მეგრული წითელი და კავკასიური წაბლა ჯიშის მოშენების ტრადიციული კერების საოჯახო ფერმები;
● აღმოსავლეთ საქართველოს სარძეო მიმართულების ინდუსტრიული ფერმები, რომლებსაც შემოყვანილი ჰყავთ ჰოლშტინური და შვიცური ჯიშის პირუტყვი;
● სატბორე მეურნეობები ახალქალაქისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში;
● ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - სოფ. მუხური;
● წალკის, დმანისისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლები;
● აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების სოფლები;
● დმანისის მუნიციპალიტეტი სოფ. ბაშკიჩეთი;
● მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფ. წილკანი;
● კახური და სვანური ღორის მომშენებელი საოჯახო ფერმები;
● ქ.თბილისის საგარეუბნო ზონის ინდუსტრიული ფერმები, რომლებსაც შემოყვანილი ჰყავთ ღორის თანამედროვე ჯიშები.

ძირითადი გეგმები:

მეძროხეობა:
● გადაშენების ზღვარზე მყოფი ძროხის ადგილობრივი ჯიშების მოძიება, შესწავლა, საცდელ-საკოლექციო ნახირების და სპერმის ბანკის შექმნა;
● საქართველოში შემოყვანილი ძროხის მაღალპროდუქტიული ჯიშების შესწავლა, მათი მოშენების მეცნიერული ხელშეწყობის მიზნით;
● მოშენების მიკროზონების მიხედვით ქართული მთის ძროხის აჭარული და რაჭული პოპულაციების, წითელი მეგრული საქონლის და კავკასიური წაბლა ჯიშის ექსპედიციური კვლევის, ტიპიური სულადობის მოძიების და შესწავლის გაგრძელება;
● კავკასიური წაბლა ჯიშის ტიპიური საბუღეების მოძიება, დმანისის ს. განთიადის საბუღეების გამოსაზრდელის მოზარდით დაკომპლექტება და გამოზრდის დაწყება;
● ქართული მთის ჯიშის ფშავ-ხევსურული პოპულაციის საცდელი ნახირის სელექცია, საბუღეების მიღება და გამოზრდა, ნახირის გენეტიკური კონსოლიდაცია;
● თელეთის ფერმაში დაწყებული ძროხის ინტროდიცირებული ჯიშების გამოცდის კვლევითი სამუშაოების გაგრძელება, მათი მოშენების რეკომენდაციების შემუშავება.
მეღორეობა:
● კახური და სვანური ღორის ტიპიური ეგზემპლარების მოძიება;
● მათი პირველადი ზოოტექნიკური მაჩვენებლების შესწავლა;
● მოძიებული ტიპიური ინდივიდებიდან საუკეთესო ეგზემპლარების ინფექციურ დაავადებებზე შემოწმება, ჯანმრთელი ინდივიდების შეძენა და თელეთის მეცხოველეობის დროებით საცდელ ბაზაზე შემოყვანა;
● შემოყვანილ ინდივიდების კვლევის გაგრძელება შემდეგი სამეურნეო-ბიოლოგიური მაჩვენებლების შესასწავლად: ნაყოფიერება, მსხვილნაყოფიერება, მერძეულობა, ბუდის წონა ასხლეტისას, მოზარდის ზრდის და სუქების უნარი.
მეფრინველეობა:
● ფრინველის ადგილობრივი გენოფონდის ჯიშებისა და პოპულაციების საკოლექციო გუნდის დაკომპლექტება;
● სანაშენე ბირთვის შექმნისა და სრულყოფის მიზნით ფრინველის მომრავლება;
● კატალოგის შექმნის მიზნით სტანდარტების დაზუსტება - შემუშავება;
● გენეტიკური ბანკის შექმნა;
● კოლხური ხოხბის სამეურნეო-სასარგებლო ნიშან-თვისებების შესწავლა;
● ქვემო ქართლის რეგიონის მეფრინველეობის მცირე ფერმერულ მეურნეობებში მაღალპრო­დუქ­ტიული მეკვერცხული კროსის „ლომან ლსლ კლასიკის“ პროდუქტიულობის მაჩვენებლე­ბის შესწავლა.
მეცხვარეობა:
● მოძიებულია ქართული ნახევრად ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი (ქართული ცხვარი), ქართული ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვრის, თუშური და იმერული ცხვრის, აგერთვე მეგრული თხის ტიპიური სულადობები;
● მუშავდება თანამედროვე ლიტერატურა და მეთოდიკები მატყლის ხარისხის შეფასებისა და თანამედროვე ვაჭრობის შესახებ.
მეთევზეობა(აკვაკულტურა):
● ადგილობრივი პოპულაციის კობრის ახალი სამეურნეო ჯიშის მიღება;
● ბიოტბორის მოდელის შექმნა.
მეფუტკრეობა:
● ქართული ფუტკრის ძირითადი პოპულაციების სუფთა სახით გავრცელების კერების აღდგენა, მათი შესწავლა და გაწმენდა ნარევი ფუტკრისაგან;
● ქართული ფუტკრის გენოფონდის დაცვა - მისი ხალასი სახით შენარჩუნება და სრულყოფა;
● დედა ფუტკრების ინსტრუმენტული განაყოფიერებისათვის ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორიის შექმნა.
მეაბრეშუმეობა:
● საქართველოში არსებული თუთის აბრეშუმხვევიას ცოცხალი გენოფონდის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
● საკოლექციო ჯიშების წარმომავლობის შესწავლა და გაუმჯობესება;
● ინტროდუცირებული ჯიშების გამოცდა და შერჩევა სასელექციო საქმიანობისათვის;
● თანამედროვე ქართული ჯიშების გაუმჯობესება;
● გრენის დამზადების მიზნით აღმოსავლეთ და დასავლეთის ზონებისათვის ჰიბრიდული კომბინაციების შერჩევა;
● ახალი მაღალპროდუქ­ტიული, დაავადე­ბებისადმი გამ­ძლე ჯიშების (ჰიბრიდე­ბის) გამოყვანა და გამოცდა;
● მაღალპროდუქტიული და დაავადებებისადმი გამძლე ჰიბრიდული გრენის წარმოება ფერმერებისათვის.
ვეტერინარია:
● საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ჰელმინთოზურ დაავადებათა გავრცელების შესწავლის მიზნით 10 მუნიციპალიტეტში კოპროლოგიურად გამოკვლეული იქნება არანაკლებ 300 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 50 სული რთული ნაჯვარი ღორი;
● მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის ძირითადი ჰელმინთოზური დაავადებების დადგენა;
● ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე ფურების არაპასტერიზებული რძიდან დამზადებული ყველის, ადამიანისათვის უვნებლობის დინამიკაში განსაზღვრა მისი ტექნოლოგიური მომწიფების პერიოდში;
● თანამედროვე ქართული ჯიშების გაუმჯობესება.
საკვერბწარმოება:
● უხეში საკვებისა და სილოსის დამზადების მიზნით შერჩეულ და დათესილ იქნა საკვები კულტურები (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუხრანი);
● საკვები საშუალებების დივერსიფიკაციის მიზნით ახალი საკვები კულტურების მოძიება და ინტენსიური ტექნოლოგიების შემუშავება;
● მთის სავარგულებისა და სათიბ-საძოვრების ზედაპირული გაუმჯობესების მიზნით მინერალური სასუქებისა და პრეპარატ „სტიმუფუნგის“ მოქმედების შედარებითი ეფექტურობის გამოცდა ბუნებრივი მდელოს მოსავალზე, მის ბოტანიკურ და ქიმიურ შედგენილობაზე (დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბაშკიჩეთი).

შესრულებული სამუშაოები:


● საწარმოო (ბაგურ-ბანაკური შენახვა) პირობებში ჩატარებული კვლევითი სამუშაოებით შესწავლილი იქნა ქართული მთის ჯიშის საქონლის სარძეო პროდუქტიულობა, რძის ქიმიური შედგენილობა, რძის ტექნოლოგიური თვისებები და სხვა სამეურნეო მაჩვენებლები, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ჯიშის სტანდარტის შემუშავებაში (თიანეთის მუნიციპალიტეტი);
● თელეთის მეცხოველეობის დროებით საცდელ ფერმაში მოშენებული და განთავსებულია მოძიებული ქართული მთის ძროხის ფშავ-ხევსურული პოპულაციის 28 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მ.შ. 12 ფური, ორი კურო 14 მოზარდი). ამ ჯგუფზე მიმდინარეობს სასელექციო სამუშაოები;
● თელეთის შპს „მარგებლის“ ფერმაში შეისწავლება შემოყვანილი მაღალპროდუქტიული ჯიშების პროდუქტიულობა, მოშენების ეფექტიანობა და ექსტრემალური კლიმატური პირობების მიმართ პირუტყვის შეგუების უნარი;
● სოფელ თელეთის შპს „მარგებელის“ (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) დროებით საცდელ ფერმაში შექმნილია გადაშენების ზღვარზე მყოფი ქართული მთის ძროხის საცდელ - საკოლექციო ნახირი 28 სული ტიპიური ცხოველით. მიმდინარეობს საცდელი სულადობის სამეურნეო-ბიოლოგიური მაჩვენებლების (რძის ფიზიკურ მაჩვენებლები, ქიმიური შედგენილობა და ტექნოლოგიური თვისებები და სხვ.) კვლევის და სელექციის სამუშაოები;
● საცდელ-სანაშენე ბირთვის შესაქმნელად მოძიებულია მეგრული წითელი საქონლის ტიპიური სულადობა (სამეგრელოს რეგიონი);
● სოფელ თელეთის შპს „მარგებელის“ ფერმაში მიმდინარეობს ინტროდუქცირებული ჰოლშტინური და შვიცური ჯიშების მოშნების შედეგების შესწავლა. მიმდინარეობს ცხოველების პროდუქტიულობის, აღწარმოების, დაავადებისადმი გამძლეობის და სხვა სამეურნეო ბიოლოგიური მაჩვენებლების კვლევა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი);
● შესწავლილია ჰოლშტინური და შვიცური ჯიშების პროდუქტიულობა პირველ ლაქტაციაზე, ასევე სისხლის მორფოლოგიურ-ბიოქიმიური, კლინიკური მაჩვენებლები და მათი ცვალებადობა ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში;
● მოშენების ძირითად კერებში მოძიებული და შესყიდულ იქნა ტიპიური კახური ღორის 11 სული , რომლის საფუძველზეც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე შექმნილია პირველი რიგის რეპროდუქტორი, სადაც მოშენებულია სასურველი ნიშან-თვისებით დახასიათებული მიკროპოპულაცია. კოლტის სულადობა 44 სულია, გრძელდება სელექციისა და გამრავლების სამუშაოები;
● სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანეთის კომპანია „Dereza Iberico“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყონ კახური და სვანური ღორის აღდგენა-მოშენებას, მომთაბარე მეღორეობის განვითარებას, რათა საქართველოში დაიწყოს ღორის ადგილობრივი პოპულაციებისგან მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „ჰამონის წარმოება“. დასახული პროექტის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს საპარტნიორო ფონდი. მისი თანამონაწილეობით მომთაბარე მეღორეობით დაინტერესებული ფერმერები შექმნიან ადგილობრივი ღორის ფერმებს, რომლებსაც გადაეცემათ სამეცნიერო-კვლევით ცენტრის რეპროდუქტორში გამოზრდილი კახური და სვანური ღორის გაუმჯობესებული და სტანდარტებს მიახლოებული სულადობა;
● შპს „პოულტრი ჯორჯიის“ მფლობელობაში არსებული მეღორეობის ფერმის ( მდებარე ქ.თბილისი, ლილოს დასახლება) ჩატარებულია კვლევები ღორის თანამედროვე ჯიშებში 2 და 3 ჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების საუკეთესო ვარიანტების გამოსავლინებლად. აღმოჩნდა, რომ საუკეთესოა 3 ჯიშიანი შეჯვარების ჰიბრიდული ჯგუფი, რომლის მოშენების რენტაბელობა შეადგენს 134,1 %, რაც ორჯიშიან ნაჯვარებთან შედარებით მეტია 20,54%-ით, ხოლო ხალასჯიშიან საკონტროლოსთან შედარებით 38.2%-ით;
● თელეთის მეცხოველეობის დროებით საცდელ ფერმაში შემოყვანილია ადგილობრივი ქათმის 5 პოპულაცია (ჩალისფერი, ყელტიტველა, მეგრულა, შავი, ნაცარა) და ადგილობრივი ჩალისფერი ინდაური; სანაშენე ბირთვის შექმნის მიზნით დაწყებულია მათი მომრავლება;
● შესწავლილია ადგილობრივი ქათმის და ჩალისფერი ინდაურის მოზარდის ზრდის დინამიკა, ზრდასრული ფრინველის ცოცხალი მასა, სქესობრივი მომწიფების ასაკი, კვერცხმდებლობა, კვერცხდების ინტენსიობა; კვერცხის ფიზიკური მაჩვენებლები;
● ფერმერულ მეურნეობებში შესწავლილ იქნა ადგილობრივი ჭრელი იხვის და ჯავახური ბატის მოზარდის ზრდის დინამიკა და კვერცხის ფიზიკური მაჩვენებლები;
● შესწავლილ იქნა მაღალპროდუქტიული მეკვერცხული კროსის „ლომან ლსლ-კლასიკის“ მეკვერცხული პროდუქტიულობის მაჩვენებლები ფერმერული მეურნეობის პირობებში;
● მოძიებულ იქნა კოლხური ხოხბის სამომშენებლო კერები და ფერმერული მეურნეობები. შესწავლილ იქნა ფერმერულ მეურნეობებში კოლხური ხოხბის მეკვერცხული პროდუქტიულობის და კვერცხის ფიზიკური მაჩვენებლები, აგრეთვე მოზარდის ზრდის დინამიკა;
● ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელ სულდის ტბებში მოძიებულია ფარავნის კობრის პოპულაციის ინდივიდები;
● წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გეგუთში მოძიებულია რიონის კობრის პოპულაციის სანაშენე ინდივიდები;
● ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოეწყო ექსპედიცია. საფუტკრეების მასობრივი შემოწმებისას მოძიებულ იქნა მეგრული პოპულაციისათვის დამახასიათებელი სასურველი საფუტკრეები. მოხდა ფუტკრის ოჯახების აღწერა, შერჩევა შეფერილობისა და ქცევის მიხედვით, განისაზღვრა მუშა ფუტკრის, გადაბეჭდილი ბარტყისა და ბუდეში არსებული საკვების რაოდენობა, გამოვლინდა და გამოირიცხა დაავადებული ფუტკრის ოჯახები. პარალელურად, მოხდა მუშა ფუტკრის ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისათვის. შესყიდულ იქნა საუკეთსო ბიოლოგიურ-სამეურნეო მაჩვენებლების მქონე 15 ოჯახი, ამრიგად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე შექმნილია ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის სასელექციო ჯგუფი;
● შერჩეული საუკეთესო და კარგად გამოზამთრებული სადედე ოჯახებიდან მოხდა დედა ფუტკრების ხელოვნური გამოყვანა და ამ დედებით სამი რეპროდუქტორი საფუტკრის დაკომპლექტება.რეპროდუქტორ-საფუტკრეებში ჩატარდა სასელექციო სამუშაოები: ინდივიდუალური სელექციის გზით მოხდა დედა ფუტკრების მკაცრი გადარჩევა ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მიხედვით, მათი შემოწმება შთამომავლობის ხარისხზე. ფუტკრის ოჯახებში ლაბორატორიული გზით შემოწმდა ჯიშურობის განმსაზღვრელი 6 ძირითადი ექსტერიერული ნიშანი და აღირიცხა ბიოლოგიურ-სამეურნეო მაჩვენებლები;
● შენარჩუნებულია თუთის აბრეშუმხვევიას 65 საკოლექციო, უცხოური და თანამედროვე ადგილობრივი ჯიში;
● ყოველწლიურად სისხლის განახლება 10-10 ჯიშზე;
● მუშავდება დაავადება - „ბირთვული პოლიედროზის“ წინასწარი პროგნოზირების მეთოდი. „საქპატენტში“ დასარეგისტრირებლად გადაცებულია მონაცემები თუთის აბრეშუმხვევიას 4 ჯიშის შესახებ;
● მუშავდება დაავადება - „ბირთვული პოლიედროზის“ წინასწარი პროგნოზირების მეთოდი. „საქპატენტში“ დასარეგისტრირებლად გადაცემულია მონაცემები თუთის აბრეშუმხვევიას 4 ჯიშის შესახებ.შენარჩუნებულია გენოფონდში არსებული თუთის აბრეშუმხვევიას 65 ჯიში; სელექციის მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს ჯიშების ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება; განხორციელებულია სისხლის განახლება თუთის აბრეშუმხვევიას 20 საკოლექციო ქართულ და უცხოურ ჯიშზე; მოძიებული და შესწავლილია ქართული უძველესი ჯიშების „კახური მწვანე“-სა და „ ნარინჯისფერის“ შესახებ ისტორიული მასალები; თუთის აბრეშუმხვევიას განვითარების ყველა ფაზაში ჩატარებული და აღრიცხულია ინკუბაციის, გამოკვების, მეტამორფოზის ხანგრძლივობა და სხვა სამეურნეო მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებები; ზონალობის მიხედვით დადგენილია კომბინაციები თუთის აბრეშუმხვევიას თანამედროვე ქართული ჯიშების „მზიურების“ და „დიღმურების“ ჯგუფებიდან ჰიბრიდული გრენის დასამზადებლად. ჩატარებულია ლაბორატორიული კვლევა თუთის აბრეშუმხვევიას დაავადება „ბირთვული პოლიედროზის“ ადრეულ ფაზაში დიაგნოსტიკაზე; მიღებულია ვირუსის ქართული შტამი;
● მომზადებულია ბროშურა „აბრეშუმის ჭიის მოვლა“ დამწყები მეაბრეშუმეებისათვის. ბუნებრივი მდელოს ბალახნარზე დადგინდა მინერალური სასუქებისა და პრეპარატ „სტიმუფუნგის“ შედარებითი ეფექტურობა, ბალახნარის სათიბად გამოყენების შემთხვევაში გვაქვს მე-2 წლის მონაცემები, ხოლო ბალახნარის საძოვრულ გამოყენებაზე- ერთი წლის შედეგები. ცდის შედეგების სიზუსტების მიზნით საჭიროა რამდენიმეწლიანი შედეგების საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება ფერმერულ მეურნეობებში დანერგვისათვის, რისთვისაც აღნიშნული ცდები გრძელდება;
●სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხრანის ბაზაზე შერჩეული იქნა და დაითესა საკვები კულტურები. თელეთის საცდელი ცხოველებისათვის დამზადებულ იქნა უხეში საკვები და სილოსი. მომავალი წლისათვის დაგეგმილია იონჯის ნათესის გაფართოება და პერსპექტიული ახალი კულტურების სადემონსტრაციო ფართობის მოწყობა. მიმდინარე წელს დაითესა მშრალი რეგიონებისათვის გათვალისწინებული საკვები ბალახები, მომავალ წელს მოხდება წინა წლის ნათესი საკოლექციო ნაკვეთიდან თესლის აღება. მიმდინარე წელს დაითესა და აღებულ იქნა ამარანდას თესლი, მომავალ წელს მოხდება ნათესის ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება და თესლის აღება;
● 28 მუნიციპალიტეტში ჰელმინთებით დაინვაზიებაზე კოპროლოგიურად გამოკვლეულია საძოვრული შენახვის პირობებში მყოფი 1099 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტში - ბაგური შენახვის პირობებში მყოფი 110 სული;
● 21 მუნიციპალიტეტში იმავე მიზნით და იმავე მეთოდით გამოკვლეულია 211 რთული ნაჯვარი ღორი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტში 98 სული კახური და სვანური ღორი;