+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი


















მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი შეიქმნა 2014 წლის 6 მარტს.

დეპარტამენტში მუშაობს 8 მეცნიერ-თანამშრომელი:
დეპარტამენტის უფროსი - ზურაბ ხიდეშელი;
ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსი - ივეტა მეგრელიშვილი;
მთავარი სპეციალისტი (ფიტოპათოლოგი) - შაქრო ყანჩაველი;
მთავარი სპეციალისტი (ენტომოლოგი) - მანანა კერესელიძე;
უფროსი სპეციალისტი (ჰერბოლოგი) - ლალი წივილაშვილი;
უფროსი სპეციალისტი (ენტომოლოგი) - მარიამ მაჭავარიანი;
უფროსი სპეციალისტი (მიკრობიოლოგი) - ნინო ჩიქოვანი;
სპეციალისტი (მცენარეთა დამცველი) - ლუდმილა ცხვედაძე.

მიზანი

● საქართველოში მცენარეთა მავნებელ-დაავადებებისა და სარეველებისაგან დაცვის მიმართულებით სამეცნიერო-პრაქტიკული და გამოყენებითი კომპლექსური კვლევების განხორციელება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ინოვაციური ტექნოლოგიების და ლაბორატორიული დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებით;
● სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემების შემუშავება.









კვლევის სფეროები


● მცენარეთა სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები;
● მცენარეთა მავნე მწერები;
● დომინანტური სარეველა მცენარეები;
● მცენარეთა მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემები;
● მცენარეთა ვირუსული და ფიტოპლაზმური დაავადებების კვლევა იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA) და პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდებით;
● ჯანსაღი, უვირუსო სათესლე და სარგავი მასალის წარმოების ხელშეწყობა.

მიმდინარე სამეცნიერო პროექტები


● ერთწლოვანი კულტურების (ხორბალი, პამიდორი) მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების კვლევა და ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების შემუშავება;
● თხილის მავნე ორგანიზმების შესწავლა და ინტეგრირებული ბრძოლის ელემენტების შემუშავება;
● კურკოვანი ხეხილის დაავადებების მიმართ იმუნიტეტის ამაღლება და ინტეგრირებულ სისტემებში ჩართვა;
● ვაზის, ხეხილის და კარტოფილის ვირუსული და ფიტოპლაზმური დაავადებების კვლევა და უვირუსო სარგავი მასალის წარმოების ხელშეწყობა;
● ვაზის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ინტეგრირებული სისტემის სრულყოფა.

შესრულებული სამუშაოები


● მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის კუთხით ჩატარდა მარშრუტული გამოკვლევები რეგიონებში. შეფასდა ფიტოსანიტარული მდგომარეობა თხილის, ციტრუსების, ხორბლის, ხეხილის, ვაზის, კარტოფილის ფართობებში, გამოიკვეთა დომინანტი დაავადებები, მავნებლები, სარეველები და დაისახა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ჩატარდა საველე და აუდიტორული სწავლება-კონსულტაციები ადგილობრივ ფერმერებთან;
● უვირუსო სარგავი მასალის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა ვაზის 20 ჯიშის 350 და ხეხილის 10 ჯიშის 200 სადედე მცენარის ვიზუალური და ლაბორატორიული გამოკვლევა ვირუსული ინფექციების არსებობაზე. გაკეთდა უვირუსო სადედე მცენარეების სქემა;
● ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში ჩატარდა დიაგნოსტიკური კვლევები ვაზის, ხეხილისა და კარტოფილის ვირუსული, ფიტოპლაზმური და ბაქტერიული დაავადებების გამოვლენის მიზნით იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA-ტესტი) და Agristrip საველე ექსპრეს მეთოდებით, კომპანია „BioReba“-ს დიაგნოსტიკუმების გამოყენებით, მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (EPPO) სტანდარტების დაცვით. სულ გამოკვლეულ იქნა სხვადასხვა ჯიშის ვაზის 1000-მდე ნიმუში, ასევე თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის 500 ნიმუში;
● ვაზის მავნებლების ბიოტექნიკური მეთოდით (სქესობრივი ფერომონები) კვლევის შედეგად დაიხვეწა ბრძოლის ფენოკალენდარული სქემა;
● ჩატარდა კარტოფილის ნათესების ფიტოსანიტარული მონიტორინგი ხულოს მუნიციპალიტეტში. მთავრობის სპეციალური დადგენილების ფარგლებში მოეწყო ჯიშთა გამოცდის ნაკვეთები და გამოვლინდა კიბოსადმი გამძლე კარტოფილის ჯიშები;
● ჯიღაურას ბაზაზე ჩატარდა ექსპერიმენტი ვაზის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ოზონის (ოზონირებული წყლის) გამოყენებაზე. მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების პერსპექტივა;
● შემუშავდა ვაზის, ხეხილის, თხილის, კარტოფილის, პომიდვრის, ხორბლის, სიმინდის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემები;
● დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო კარტოფილის ფიტოფტორას კარტირების საერთაშორისო პროექტში „AsiaBlight”;
● შეიქმნა „მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის“ და ”ტყის ფიტოსანიტარული კონტროლის ტექნიკოსის“ პროფესიული სტანდარტები;
● შემუშავდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით დაიბეჭდა ორი ბროშურა „ვაზის მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები“ და „ხორბლის მავნებლები, დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა“;
● გამოქვეყნდა 20 სამეცნიერო სტატია, 5 თეზისი, 2 რეკომენდაცია, 5 საინფორმაციო ფლაერი, 6 პოსტერი, 4 საგაზეთო სტატია. ეთერში გავიდა 10 ტელესიუჟეტი. სულ დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ჩატარდა 60-ზე მეტი ტრენინგი, ლექცია და საველე შეხვედრა ფერმერებთან. 40-ზე მეტ სპეციალისტს გაეწია 100-ზე მეტი კონსულტაცია. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 10 საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში.
● ვირუსოლოგიის ლაბორატორია აღიჭურვა პათოგენური მიკროორგანიზმების კვლევის მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდის - რეალური დროის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის RT PCR აპარატურით;
● განხორციელდა ფიტოპათოლოგიური კვლევებისათვის საჭირო აპარატურის შეძენა-დამონტაჟება.

სხვა აქტივობები


● დეპარტამენტი ჩართულია ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში;
● თანამშრომლობს სასოფლო-სამეურნეო პროფილის კვლევით, აკადემიურ და პროფესიულ ორგანიზაციებთან;
● ახორციელებს ერთობლივ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვა სააგენტოებთან ერთად;
● თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებთან საქართველოს ყველა რეგიონში;
● ყოველთვიურად ატარებს სემინარ-ტრენინგებს მცენარეთა დაცვის მიმართულებით;
● მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში;
● ამზადებს მიზნობრივ სასწავლო-საექსტენციო ბროშურებს ფერმერებისთვის კულტურების მიხედვით;
● მონაწილეობს პროფილური მიმართულებების პოპულარიზაციის ღონისძიებებში (გამოფენები, ღია კარის დღეები, საერთაშორისო დელეგაციების მიღება, მინდვრის დღეები და სხვა).

სამომავლო გეგმები


● ხორბლის დომინანტური სარეველების კვლევა „ნოუტილის“ ტექნოლოგიის პირობებში;
● პომიდვრის მავნებელ-დაავადებების კვლევა ღია და დახურულ გრუნტში;
● ვაზის მავნებელ დაავადებების კვლევა და ბრძოლის ფენოკალენდარული სქემის კორექტირება;
● საკარანტინო დაავადების - კარტოფილის კიბოს კონტროლი და გამძლე ჯიშების შერჩევა;
● თხილის მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შექმნა;
● ახალი პოლიფაგი მავნებლის - ფაროსანი კუსებურას კვლევისა და ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულობა;
● ვაზისა და ხეხილის უვირუსო სარგავი მასალის წარმოების ხელშეწყობა;
● კარტოფილის ინ ვიტრო სათესლე მასალის ვირუსოლოგიური კონტროლი;
● თხილის, ხეხილის და კარტოფილის სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში ჩართულობა;
● ხეხილის დაავადებების მიმართ იმუნიტეტის ამაღლება და ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებებში ჩართვა;
● ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოქმედების შესწავლა;
● პესტიციდების ტექნიკური გამოყენების ოპტიმიზაცია;
● მცენარეთა ვირუსული და ფიტოპლაზმური დაავადებების დიაგნოსტიკის მოლეკულური მეთოდის - რეალური დროის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის (RT PCR) მეთოდის დახვეწა „ლუგარის“ სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით;
● ვაზის ფიტოპლაზმური დაავადების - ოქროსფერი სიყვითლის (Flavescence Doree) კვლევა RT PCR მეთოდით.