+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახური


სათესლე და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახური შეიქმნა 2014 წლის 6 მარტს.

სამსახურში მუშაობს 6 მეცნიერ-თანამშრომელი:
სამსახურის უფროსი - თამარ ჯინჯიხაძე;
მთავარი სპეციალისტი - ანა დევიძე;
მთავარი სპეციალისტი - მირიან ჩოხელი;
უფროსი სპეციალისტი - თინა კოშაძე;
სპეციალისტი - ირინა თვაური;
ლაბორატორიის უფროსი - ქეთევან მჭედლიშვილი;

მიზანი:

● მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერულად დასაბუთებული და სრულყოფილი სასერტიფიკაციო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება აღიარებული საგამოცდო (ლაბორატორიული) შესაძლებლობებით, შესაბამისი ნორმატიული ბაზით (საერთაშორისო და ევროპულ დონეზე ჰარმონიზებული სტანდარტები, მეთოდიკები, სახემძღვანელოები და სხვა ნორმატიული დოკუმენტები);
● სამამულო პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობა;
● სახელმწიფოსა და მომხმარებლების ინტერესების დაცვა არაკეთილსინდისიერი მწარმოებლებისა და რეალიზატორებისაგან;
● ფერმერულ მეურნეობებში ტრადიციული ჯიშების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა.







ადგილმდებარეობა:

● თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახური მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წილკნის მიმდებარე ტერიტორიაზე (თბილისიდან 35 კმ-ში დასავლეთ მიმართულებით);

ძირითადი გეგმები:

● მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირების სამამულო და საერთაშორისო გამოცდილების სამეცნიერო განზოგადება და სისტემატიზაცია;
● სასერტიფიკაციო და საგამოცდო შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, მეთოდიკების და ინსტრუქციების შემოღება-ჰარმონიზაცია;
● მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალის მახასიათებლების განსაზღვრისა და იდენტიფიკაციის მეთოდების, ხარისხობრივი მაჩვენებლების, მათი კონტროლისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების კვლევა;
● სისტემის ქმედითუნარიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მარეგულირებელი აქტების შემუშავება და წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში;
● მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებისა და გასამრავლებელი მასალების რეესტრის შექმნა და მართვა;
● მცენარეთა თესლსა და სარგავ მასალებზე შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელება და სერთიფიკატების გაცემა;
● მცენარეთა გენეტიკური რესურსების სტანდარტებისა და ნორმების კვლევა, თესლის კოლექციების მოძიებია, იდენტიფიკაცია, დახასიათება, შენახვა და მონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
● საგამოცდო ლაბორატორიის საქმიანობის უზრუნველყოფა და პროცედურების დანერგვა საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღწევად;
● თესლისა და სარგავი მასალების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ანალიზების ჩატარება;
● დაინტერესებულ პირთათვის ცნობიერების დონის ამაღლებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით საინფორმაციო ცენტრის ამუშავება.

შესრულებული სამუშაოები:

● ჩატარდა აღნიშნულ სფეროში ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი;
● შეიქნმა კანონის პროექტი "სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ";
● ჩატარდა აღნიშნულ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების სახემძღვანელო დოკუმენტების ანალიზი;
● მომზადდა სახელმძღვანელო საველე ინსპექტირების ჩატარების წესის შესახებ თავთავიანი კულტურებისათვის;
● მომზადდა ხეხილოვანი კულტურების სარგავი და გასამრავლებელი მასალის წარმოების, კონტროლის, სერთიფიცირებისა და რეალიზაციის ნორმატიული აქტის პროექტი;
● მომზადდა სტანდარტის პროექტი კარტოფილის თესლის სერთიფიცირებასა და სასაქონლო ხარისხის კონტროლის შესახებ;
● მეთესლეობის საერთაშორისო სქემების (OECD) მიხედვით, ფერმერებისთვის მომზადდა ბროშურა სათესლე მასალის სერთიფიცირების შესახებ;
● შეიქმნა თესლის მწარმოებელთა რეესტრი და მიმდინარეობს სარგავი მასალის მწარმოებელთა რეესტრის შექმნა;
● შეიქმნა ქვეყანაში გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების კატალოგი და მონაცემთა ბაზა;
● ქვეყანაში არსებული სათესლე და სარგავი მასალებისა და მათი მწარმოებელი მეურნეობების პოტენციალური შესაძლებლობის გაცნობის მიზნით შესწავლილია 40-მდე სანერგე და 15 სათესლე მეურნეობის ზოგადი მდგომარეობა;
● ჩატარდა სათესლე ნაკვეთების ინსპექტირება, ორი წლის განმავლობაში შემოწმდა 1 500 ჰა მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთი;
● მოხდა ჯიშობრივი სიწმინდის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმის ქვეყანაში აღიარება;
● გაცემულია ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის, სოიას და კარტოფილის თესლის პარტიებზე ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი 76 სერთიფიკატი;
● გაცემულია 25 000 სერტიფიცირებული სათესლე მასალის აღმნიშვნელი ეტიკეტი;
● ტრადიციული ჯიშების მეთესლეობის ხელშეწყობისა და სერთიფიცირების მიზნით მოძიებული იქნა ხორბლის, სიმინდისა და ლობიოს 12 ტრადიციული ჯიში, ჩატარდა მათი მინდვრად განახლება, ჯიშობრივი იდენტურობის დადგენა და UPOV-ისა და CPVO-ს გზამკვლევების საფუძველზე ტექნიკური კითხვარების შედგენა;
● ხორბლის, სიმინდის და სოიას სერტიფიცირებულ სათესლე მასალაზე ჩატარდა საკონტროლო დანაყოფების გამოცდა (post control, pre control);
● ურთიერთობების დამყარება აღნიშნულ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან;
● ხორბლის, სიმინდის და სოიას სერტიფიცირებულ სათესლე მასალაზე ჩატარდა საკონტროლო დანაყოფების გამოცდა (post control, pre control);
● აშენდა და ISTA-ს სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის ლაბორატორია;
● თესლის აღმოცენების უნარის, ანალიზური სიწმინდისა და 1000 მარცვლის მასის განსაზღვრის მიზნით საანალიზო ნიმუშებზე ჩატარებულია ტესტირება, თესლის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA)-ს სტანდარტის შესაბამისად, რის საფუძველზეც შედგენილია 40 ლაბორატორიული აქტი;
● სოფლის მეურნეობისა და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით აღიჭურვა თესლის ხარისხის კვლევის ლაბორატორია და ჩატარდა ტრენინგი კადრების მოსამზადებლად;

სხვა აქტივობები:

● კომპეტენტური დახმარების აღმოჩენა მომხმარებელთათვის მაღალხარისხოვანი სათესლე, სარგავი და გასამრავლებელი მასალის შერჩევაში;
● მიზნობრივ სასწავლო-საექსტენციო ბროშურების მომზადება ფერმერებისთვის საინფორმაციო საქმიანობის წარმართვა;

სამომავლო გეგმები:

● საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, მეთოდიკების და ინსტრუქციების შემოღება-ჰარმონიზაცია სასერტიფიკაციო და საგამოცდო შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად;
● მიკვლევადობის უზრუნველმყოფი სისტემის პრინციპების ჩამოყალიბება;
● სისტემის ქმედითუნარიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მარეგულირებელი აქტების შემუშავება და წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში;
● მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა ჯიშების და გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის, სასერტიფიკაციო ფორმების შემუშავება, რომელიც მოიცავს როგორც ელექტრონულ, ასევე ბეჭდურ ფორმებს;
● მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა ჯიშების და გასამრავლებელი მასალის მწარმოებლების პოტენციური შესაძლებლობების შესწავლა;
● სათესლე მასალის ჯიშური იდენტურობისა და სიწმინდის დადგენა სერთიფიცირების მიზნით;
● გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების კატალოგისათვის მასალების მომზადება;
● მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებისა და გასამრავლებელი მასალების შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელება და სერთიფიკატების გაცემა;
● სერტიფიცირებულ სათესლე მასალაზე საკონტროლო დანაყოფების გამოცდა (post control, pre control);
● თესლისა და სარგავი მასალების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ანალიზების ჩატარება;
● მინდვრის კულტურების ტრადიციული ჯიშების მოძიება, განახლება, მათი ჯიშობრივი იდენტურობის დადგენა და UPOV-ისა და CPVO-ს გზამკვლევების საფუძველზე ტექნიკური კითხვარების შედგენა და ამ კითხვარების მიხედვით დახასიათება;
● სახელმწიფო რეესტრში შეტანილი ჯიშების და მშობელი ფორმების ორიგინალი თესლის ნიმუშების მოძიება, იდენტიფიკაცია, დახასიათება, შენახვა და მონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
● მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიებია, იდენტიფიკაცია, დახასიათება, შენახვა და მონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
● მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებისა და გასამრავლებელი მასალების რეესტრისა და კატალოგის მართვა;
● საინფორმაციო ცენტრის ამუშავება დაინტერესებულ პირთათვის ცნობიერების დონის ამაღლებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით;
● ურთიერთობების გაღრმავება აღნიშნულ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან;
● საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღწევად საგამოცდო ლაბორატორიის საქმიანობის უზრუნველყოფა და პროცედურების დანერგვა.