+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური



















საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური შეიქმნა 2014 წლის 1 აგვისტოს.

სამსახურში მუშაობს 4 თანამშრომელი:
სამსახურის უფროსი - ნინო ჩხარტიშვილი;
მთავარი სპეციალისტი - ნათია აგლაძე;
უფროსი სპეციალისტი - დავით ბირკაძე;
სპეციალისტი - ნანა კალანდაძე;

მიზანი:

● მედიასთან ურთიერთობის წარმართვა ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებრივად გაშუქების მიზნით;
● ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელის ადმინისტრირება, ინფორმაციის პერიოდული განახლება;
● ახალი ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა (ექსტენცია), საჩვენებელი და სადემონსტრაციო ღონისძიებების მოწყობა;
● მუნიციპალიტეტებში სამინისტროს საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურებთან თანამშრომლობა;
● სამეცნიერო კვლევებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინოვაციური ტექნოლოგიების, სასოფლო – სამეურნეო კულტურათა, ახალი ჯიშების და ჰიბრიდების, თესლისა და სარგავი მასალების ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების გავრცელება;
● რეგიონებში სემინარების ჩატარების ორგანიზება, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების მოვლა - მოყვანის, დაცვის, სასოფლო – სამეურნეო პროდუქტების წარმოების, შენახვა – გადამუშავების და სხვა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;
● ცენტრის წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების კოორდინაცია;
● ცენტრში შემოსულ კორესპონდენციის განხილვა;
● ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, თემატურად დაკავშირებულ უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებთან;
● ცენტრის სახელით მონაწილეობის მიღება საერთაშორისო კონფერენციებში, გამოფენებში, პრეზენტაციებში, სემინარებსა და ტრენინგებში;
● რეგიონებიდან ინფორმაციის მოპოვება და მისი მიწოდება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.