ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური
ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური შეიქმნა 2017 წლის 1 მაისს.
სამსახურში მუშაობს 3 მეცნიერ-თანამშრომელი:
სმასახურის უფროსი - იოსებ ბასილია;
უფროსი სპეციალისტი - ზაურ გაბრიჩიძე.
სპეციალისტი - ვლადიმერ ბოკუჩავა.
მიზანი
ჩაისა და მრავალწლიანი სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება. შამეცნიერო-პრაქტიკული და გამოყენებითი მიმართულებით.კვლევის სფეროები
● ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების გენოფონდის მოძიება, დაცვა და კონსერვაცია;● ახალი პერსპექტიული ჯიშების და საძირეების ინტროდუქცია, ჯიშთა გამოცდა;
● ჯანსაღი სამყნობი და სარგავი მასალების წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიების შემუშავება;
● სუბტროპიკული კულტურების გენეტიკური და ფენოტიპიური კვლევა, მათი სამეურნეო მაჩვენებლების შესწავლა.
სხვა აქტივობები:
● ჩართულია პროექტში ,,დანერგე მომავალი”● ჩართულია ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში.
სამომავლო გეგმები:
● ქართული ჩაის გენოფონდის მოძიება და დაცვა;● ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ჯიშების ინტროდუქცია, შესწავლა და შერჩევა;
● ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ნერგის წარმოება.