+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

ცენტრის ისტორია:

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის #162 დადგენილების საფუძველზე,აგრარულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეიქმნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო ქართუ“-ს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საცდელ სადემონსტრაციო აქტივობებს ახორციელებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში კერძოდ: - კახეთის - 4, ქართლისა და იმერეთის -3-3, ქვემო-ქართლისა და ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის -2-2, სამცხე-ჯავახეთის -3, სამეგრელოსა და გურიის-2-2 ბაზებზე;

ლაბორატორიულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ახორციელებს 6 ლაბორატორიაში:
პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია;
ვირუსოლოგიის ლაბორატორია;
ქსოვილის კულტურის (in vitro) ლაბორატორია;
შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ლაბორატორია;
თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების ლაბორატორია;
შპს ღვინის ლაბორატორია.

აღსანიშნავია ცენტრის სამი ძირითადი საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა:
სოფელი ჯიღაურა, მცხეთის მუნიციპალიტეტი - მრავალწლოვანი კულტურების საკვლევი ბაზა;
სოფელი წილკანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი - ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის საკვლევი სადემონსტრაციო ბაზა;
სოფელი ვაჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის ბაზა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები და ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და ტექნიკით, სადაც აპრობირებულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმიდინარეობს მრავალპროფილიანი სამეცნიერო კვლევები მემცენარეობის, მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების, ნიადაგის ნაყოფიერების, ბიო-აგროწარმოების, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის, რისკის შეფასების, ეკონომიკური ანალიზისა და სხვა მიმართულებით. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ მუშავდება სამეცნიერო კვლევით შედეგებზე ორიენტირებული რიგი ნოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც ექსტენციის სამსახურის მეშვეობით თანმიმდევრულად გადაეცემათ ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ბენეფიციარებს.

ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ ცენტრის სხვადასხვა სამსახურებთან კომპლექსური თანამშრომლობით, დამუშავებულ იქნა ერთწლოვანი კულტურების წარმოების რიგი თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიები: თავთავიანი კულტურების წარმოების მინიმალური დამუშავების სამანქანო ტექნოლოგია; სიმინდის წარმოების მინიმალური დამუშავების სამანქანო ტექნოლოგია; თავთავიანი კულტურების წარმოების ნულოვანი დამუშავების სამანქანო ტექნოლოგია; პომიდვრის ბაზო-კვლევებზე და პლასტიკურ მულჩზე მოყვანის თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგია წვეთოვანი რწყვის სისტემის გამოყენებით; მარწყვის ბაზო-კვლევებზე და პლასტიკურ მულჩზე მოყვანის თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგია წვეთოვანი რწყვის სისტემის გამოყენებით და სხვა.

ცენტრის მიზნები:


● ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის მოძიება, შესწავლა,რეაბილიტაცია და გაუმჯობესება;
● გენბანკის შექმნა
● საქართველოში ინტროდუცირებული ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ადაპტაცია და გასავრცელებლად დაშვების ხელშეწყობა;
● კონდიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოების, სტანდარტიზაციისა და სერთიფიცირების სისტემის შექმნა;
● საქართველოს მიწის ფონდის შესწავლა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა -გაუმჯობესება;
● ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;
● სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება;
● მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება;
● საქართველოში გავრცელებული სასოფლო სამეურნეო და შინაური ცხოველების, ფრინველების,თევზების სამეურნეოდ სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების მოძიება,აღდგენა - გაუმჯობესება; საქართველოში შემოყვანილი კულტურული ჯიშების კვლევა-ადაპტაცია;
● ელექტრონული საინფორმაციო ბანკის შექმნა;
● სურსათში/ცხოველის საკვებში გამოვლენილი და პოტენციური რისკის მეცნიერული შეფასება და რეკომენდაციების მომზადება რისკის მართვის ორგანოებისთვის;
● საზოგადოებასთან, საერთაშორისო, დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
● ცოდნის გავრცელების პროგრამის ფარგლებში რეგიონული ექსტენციის განვითარება და ხელშეწყობა.