+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური




















აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური შეიქმნა 2014 წლის 15 ივლისს.

სამსახურში მუშაობს ხუთი ძირითადი მეცნიერ-თანამშრომელი:
სამსახურის უფროსი - ნუგზარ ებანოიძე;
მთავარი სპეციალისტი - ოთარ ქარჩავა;
მთავარი სპეციალისტი - ვლადიმერ მირუაშვილი;
უფროსი სპეციალისტი - გიორგი ქუთელია;
სპეციალისტი - ნოდარ ნათენაძე.

მიზანი:


● საქართველოში გავრცელებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თანამედროვე ენერგორესურსდამზოგი და მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიების დამუშავებაება, შესაბამისი მანქანათა სისტემების შერჩევა, მათი მუშაობის ანალიზი და მათი ადაპტაცია საქართველოს ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში;
● თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის რეკლამირება;
● ფერმერების, მექანიზატორების და დარგის სხვა სპეციალისტების ცოდნის ამაღლება.







კვლევის სფეროები:


● მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევა და ადაპტაცია საქართველოს პირობებში;
● თანამედროვე ენერგორესურსდამზოგი ტექნოლოგიების შესაბამისი მანქანათა სისტემების შერჩევა და მეცნიერული დასაბუთება;
● მცირე მექანიზაციის საშუალებების კვლევა, ადაპტაცია და საჭიროების მიხედვით ახალი მანქანების შექმნა;

ადგილმდებარეობა:


აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური განთავსებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტული ბაზის ტერიტორიაზე.

ძირითადი გეგმები:


● სამანქანო ტექნოლოგიების სრულყოფა-ადაპტირება და ბიოენერგეტიკული შეფასება მემცენარეობაში;
● ხეხილოვანი და კაკლოვანი კულტურების მოსავლის ამღები მანქანების მუშაობის ანალიზი და ადაპტაცია; 
● სატრაქტორო აგრეგატების ტექნიკო-ეკონომიკური მაჩვენებლების საექსპლუატაციო პარამეტრების გაუმჯობესება;
● კარტოფილის წარმოების ენერგორესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიის შერჩევა-ადაპტაცია საქართველოს პირობებში;
● სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების შესრულებისათვის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების დამუშავება;
● ჩაის და სხვა სუბტროპიკული კულტურების მოვლა-მოყვანის მანქანების მუშაობის ანალიზი და მოდერნიზაცია;

შესრულებული სამუშაოები:


● შედგენილ იქნა ექსპერიმენტული სახელოსნოს პროექტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა მცირე სიმძლავრის მექანიკური სახელოსნო. 2017 წელს გათვალისწინებულია მძლავრი ექსპერიმენტული სახელოსნოს შექმნა;
● დამუშავდა კარტოფილის თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგია შესაბამისი მანქანათა სისტემით;
● გამოიცადა სხვადასხვა ფირმის კარტოფილის ამღები მანქანები და კომბაინები, ჩატარდა მათი მუშაობის ანალიზი, რომლის საფუძველზე დადგენილ იქნა არსებული მანქანების ნაკლოვანებები;
● დამუშავდა კარტოფილის ამომღები მანქანის მოდერნიზებული სქემა, დამზადდა ახალი სამუშაო ორგანო, რომელიც გამოიცადა ახალქალაქის საცდელ ბაზაზე;
● კარტოფილის მოსავლის ამღები მანქანების და კომბაინების მუშაობის ანალიზის საფუძველზე, აგროსაინჟინრო კვლევის თანამშრომლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებისა და შპს „მექანიზატორის“ სპეციალისტების თანამონაწილეობით, ბელარუსის „გომსელმაშის“ სპეციალისტებთან ერთად დამუშავდა კარტოფილის ამომღები და დამტვირთავი მანქანის ტექნოლოგიური სქემა, რომელიც გამოიცადა 2016 წლის სეზონზე და ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მანქანის სრულყოფა;
● შესწავლილ იქნა ჩაის წარმოების მდგომარეობა საქართველოში. გამოიცადა ჩაის გაველურებეული პლანტაციების მძიმედ სასხლავ-დამქუცმაცებელი არსებული მანქანები და ავტორებს მიეცათ კონკრეტული წინადადებები და რეკომენდაციები მანქანათა კონსტრუქციების გაუმჯობესებისათვის. დამუშავებული იქნა ჩაის მძიმედ სასხლავ-დამქუცმაცებელი კომბინირებული აგრეგატის სქემა, მიღებულია პატენტი განაცხადზე, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია 2017 წელს მანქანის კონსტრუქციის შექმანა;
● ხეხილოვანი, კაკლოვანი და სხვა კულტურების მოსავლის აღების მექანიზაციის მიზნით დამუშავებული იქნა ნაყოფების საბერტყ- დამჭერი მოწყობილობების სქემები, მიღებულია პატენტი გამოგონებებზე, რომლის საფუძველზე შექმნილია მანქანის კონსტრუქციები, რომლებიც დააგრეგატებულია თვითმავალ შასზე T16M და მოტობლოკზე FLEX 3x2 BARBIERI;
● დამუშავებულია სატრაქტორო აგრეგატების ტექნიკო-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების სქემები და მიღებული პატენტების საფუძველზე დამზადებულია სატრაქტორო აგრეგატის საკიდი სისტემის მოდერნიზებული კონსტრუქცია, რომელიც გამოცდილ იქნა ტრაქტორ MTЗ-80 ის ბაზაზე, ხვნის პროცესის შესრულების დროს;
● დამუშავებულ იქნა თესვის შემდეგ, აღმოცენებამდე ნიადაგის ქერქის გამაფხვიერებელი ადაპტური ფარცხის ტექნოლოგიური სქემა, მიღებული იქნა პატენტი, რომლის საფუძველზე შეიქმნა საცდელი ნიმუში, რომელიც დააგრეგატებული იქნა ჩინური წარმოების 30 ცხენის ძალიან ტრაქტორზე DF- 304 და გამოცდილ იქნა წილკნის ბაზაზე;
● დამუშავებული იქნა ბოსტნეული კულტურების ვიწრო მწკრივთაშორისებში ნიადაგის დამამუშავებელი ფრეზის ტექნოლოგიური სქემა, მიღებული იქნა პატენტი, რომლის მიხედვითაც დამზადდა ფრეზის საცდელი კონსტრუქცია და გამოცდილ იქნა წილკნის საცდელ ბაზაზე;
● დამუშავებულ იქნა მარცვლეული კულტურების თესვის ოპტიმალური ხერხები და ჩატარებული იქნა შესაბამისი ცდები წილკნის ბაზაზე;
● მოტობლოკის ბაზაზე დააგრეგატებული, კაკლოვანი და ხეხილოვანი კულტურების მოსავლის საბერტყ-შემგროვებელი მანქანა გამოცდილ იქნა ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ფერმერის პლანტაციებში, რომლის სურვილია აღნიშნული მანქანის გამოყენება თხილის პლანტაციებში;
● დამუშავებული იქნა თხილის მოსავლის საბერტყი, ამღებ-გამრჩევი მანქანის ტექნოლოგიური სქემა, რომლის შექმნა გათვალისწინებულია პერსპექტიული გეგმით;
● დამუშავებულია მემცენარეობაში სხვადასხვა კულტურების თანამედროვე ენერგორესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიები: (კარტოფილის, თამბაქოს, თხილის, სრულასაკოვანი ჩაის, ჩაის რეკულტივაციის, სათიბ საძოვრების გაუმჯობესების, დეგრადირებული ნაკვეთების, კიტრის, პომიდვრის და სხვ.), რომლებიც დაგზავნილია საქართველოს შესაბამის მუნიციპალიტეტების საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრებში, რეკომენდაციების სახით;


სხვა აქტივობები:


● აგროსაინჟინრო კვლევის სამსახური ღებულობს მონაწილეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სააგენტოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
● ჩართულია ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში;
● ატარებს ტრადიციულ სემინარებს, ტრენინგებს მემცენარეობაში თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით;
● ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო პრაქტიკულ- სამეცნიერო კონფერენციებში;
● ამზადებს და აქვეყნებს თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიების სარეკლამო მასალებს, ასევე აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებსა და ბროშურებს;
● მიღებულია 11 პატენტი გამოგონებაზე;
● განხილულია და გაცემულია სათანადო რეკომენდაციები: სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და აკადემიიდან ქართველი გამომგონლებისა და რაციონალიზატორების წარმოდგენილ წინადადებებზე;
● მონაწილეობს საქართველოს ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში (ფესტივალები, მინდვრის დღეები და სხვ);



სამომავლო გეგმები:


● თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიების დამუშავება და ადაპტაცია მემცენარეობაში (ჩაის, დაფნის, ციტრუსოვანი კულტურების, უეკლო მაყვლის და სხვა);
● მარცვლეული კულტურების წარმოების „მინიმალური“ და „ნულოვანი“ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოს პირობებში;
● ჩაის მძიმედ სასხლავ-დამქუცმაცებელი მანქანის დამუშავება, საცდელი ნიმუშის დამზადება და გამოცდა;
● უცხოური წარმოების, ენერგეტიკული და სასოფლო-სამეურნეო მანქანების შესწავლა, საცდელი ნიმუშების შეძენა და რეკომენდაციების დამუშავება, საქართველოში მათი გამოყენების მიზნით;
● სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ოპერაციების შესასრულებლად, ქართველი ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი, მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების დამუშავება;
● აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის თანამშრომლების, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ სემინარ- ტრეინინგებში მონაწილეობა;
● მონაწილეობის მიღება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში და გამოფენებზე.