+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია


















➤ ნიადაგის სრულყოფილად კვლევა სამეცნიერო მიმართულებით;
➤ თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის დახმარებით ქვეყნის მასშტაბით ნიადაგების და მათი ნაყოფიერების გამოკვლევა;
➤ კვლევის შედეგების საფუძველზე ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის;
➤ ლაბორატორია ორიენტირებულია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე და არ გასწევს კერძო მომსახურებას. (განთავსებულია წილკანში).

სოფ. ანასეული, ოზურგეთის მუნიციპლალიტეტი - "შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრი"















➤ აგროქიმიური კვლევების ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასუქების რაციონალურად გამოყენების ცენტრი;
➤ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის დადგენის მიზნით ნიადაგში, წყლებში, მცენარეებსა და სასურსათო პროდუქტებში სასუქების, პესტიციდებისა და სხვა ნივთიერებათა ნარჩენების შემცველობის განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა.

თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია


















➤ მინდვრის კულტურათა სათესლე მასალის და სარგავ მასალათა ხარისხობრივი მაჩვენებლების ლაბორატორიული ანალიზი;
➤ თესლის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA) მოთხოვნების და ნორმების შესაბამისად - საანალიზო ნიმუშის აღება, ანალიზური სიწმინდე, აღმოცენების უნარი, მარცვლის წონის განსაზღვრა;
➤ ტენიანობის განსაზღვრა და სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი;
➤ სათესლე კარტოფილის ხარისხობრივი ანალიზი.


მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორია




















➤ სასოფლო სამეურნეო კულტურების (კარტოფილი, ვაზი, ხეხილოვანი და კენკროვანი კუტურები) უვირუსო მიკროკლონების მიღების ეფექტური ტექნოლოგიების შემუშავება-დახვეწა ქსოვილის კულტურის (ინ ვიტრო) მეთოდებით;
➤ ადგილობრივი გენოფონდის ინ ვიტრო გენეტიკური ბანკის შექმნა/კონსერვაცია;
➤ ელიტური სათესლე და საბაზისო სარგავი მასალის მიღება.

მოლეკულური მარკირების ლაბორატორია (დნმ ლაბორატორია)
















➤ ქართული ვაზის იშვიათი და მცირედ გავრცელებული ჯიშების იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა, კავკასიური ველური ვაზის შესწავლა და ვაზის კულტივირებულ გენოფონდთან მისი დამოკიდებულების კვლევა. ენდემური ხეხილოვანი კულტურების ჯიშების კვლევა მოლეკულური გენეტიკის თანამედროვე მეთოდებით;
➤ ქართული ენდემური ერთწლოვანი კულტურების (ხორბლების და მათი წინამორბედების, ტექნიკური და სამარცვლე კულტურების) გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა მოლეკულური მარკერების მეშვეობით.

თბილისი - "შპს ღვინის ლაბორატორია"



















➤ ალკოჰოლური სასმელების ტესტირება, სასერთიფიკაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი და ორგანოლეპტიკური შეფასება;
➤ ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
➤ მოწყობილია სასელექციო, ჯიშთა გამოცდის და სადემონსტრაციო ნაკვეთები საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში.