+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახური



















პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახური შეიქმნა 2014 წლის 11 ივლისს.

სამსახურში მუშაობს ხუთი ძირითადი მეცნიერ-თანამშრომელი:
სამსახურის უფროსი - დავით ჩიჩუა;
მთავარი სპეციალისტი - ზაირა შაფათავა;
მთავარი სპეციალისტი - ეკატერინა კაციტაძე;
უფროსი სპეციალისტი - ნაზი მელანაშვილი;
სპეციალისტი - ირმა ხორავა.

მიზანი:

● პროდუქტთა შენახვა - გადამუშავების ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევა-დამუშავება-შეფასება ფართო სპექტრის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების საფუძველზე და პრაქტიკაში დანერგვისთვის რეკომენდაციების მომზადება;
● უვნებელი, ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი სურსათის წარმოების, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის და კერძო ბიზნესში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა.









ძირითადი გეგმები:

● სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თანამედროვე საკვლევი-ექსპერიმენტული სივრცის ინფრასტრუქტურის მოწყობა - საექსპერიმენტო შენობა-კომპლექსი ანალიტიკური ლაბორატორიით და მულტიფუნქციური დარბაზით;
● ვაზის ქართული ენდემური ჯიშების მრავალფეროვნების გამოვლენა და შესწავლა. იშვიათი ჯიშებისგან ღვინის დაყენების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების კვლევა მათი თავისებურებების გათვალისწინებით;
● სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა - გადამუშავების რაციონალური ტექნოლოგიების შემუშავება. თანამედროვე მიმართულების (პროფილაქტიკური და დიეტური) პროდუქტების მიღების ტექნოლოგიების კვლევა-რეგლამენტირება.

მიმდინარე პროექტები:

მეღვინეობის მიმართულებით:
იშვიათი ჯიშებისგან ღვინის საანალიზო ნიმუშების მომზადება და კომპლექსური კვლევა. საუკეთესო ვარიანტების გამოვლენა საღვინე მიმართულებით და ღვინის დაყენების მეთოდების გამოცდა-შეფასება დიფერენცირებულად მაღალი ხარისხის პროდუქტის მისაღებად.
გადამუშავების მიმართულებით:
● ტექნოლოგიაში დეალკოჰოლიზებული ღვინის გამოყენებით ფართო სპექტრის სასმელებისა და გაყინული პროდუქტების წარმოება;
● შოკური გაყინვის ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიის შემუშავება;
● შრობისათვის სხვადასხვა სახის ბიოლოგიურად აქტიური ობიექტების შერჩევა და ასორტის კომპოზიციის შემუშავება;
● თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისი გადამუშავებული პროდუქტების შაქრის (საქაროზა) გამოყენების გარეშე მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება;
● უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი სასმელების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი ობიექტების გამოყენების საფუძველზე;
● ტრადიციული პროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების ტექნოლოგიების შემუშავება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
● ყურძნის სასუფრე და ზოგიერთი საღვინე ჯიშების გამოყენება გადამუშავების ტექნოლოგაში ფუნქციონალური პროდუქტების მისაღებად.
პ.ს. ყველა გადამუშავებულ პროდუქტს აქვს გარკვეული მნიშვნელობა კვებითი და ფუნქციონალური თვალსაზრისით, შინაარსობრივად შეესაბამება თანამედროვე მიმართულების პროდუქტებს და აქვთ ფუნქციონალური დატვირთვა.







შესრულებული სამუშაოები:

➤ შემუშავდა კონცეფცია (მეცნიერული ხედვა) კომპლექსური საექსპერიმენტო სივრცის და ანალიტიკური ლაბორატორიის მოწყობის შესახებ ( მანქანა-დანადგარების, თანამედროვე ლაბორატორიული აპარატურის მოძიება-შერჩევა, საპროექტო საკითხების გადაწყვეტა და სხვ.)
➤ კვლევის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები:
● საკოლექციო ვენახებიდან მიღებულ და გადამუშავებულ იქნა 21 ჯიშის თეთრი და 31 ჯიშის წითელი ყურძენი. დადუღებისა და ლექიდან პირველადი გადაღების შედეგად მიღებულ იქნა ღვინის საკვლევი ნიმუშები (370 ლ). განხორციელდა ღვინის დაყენების პროცესზე დაკვირვება, შეფასდა მათი სენსორული და ძირითადი ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები;
● დამზადდა 22-ზე მეტი დასახელების გადამუშავებული პროდუქტის საკვლევი ნიმუშები:
- მშრალი პროდუქტები (ასორტი: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ხურმა, ყურძენი);
- გაყინული პროდუქტები (ხურმა, კაკალი);
- პროდუქტები შაქრის (საქაროზის) გამოყენების გარეშე - გაყინული ხურმა თაფლის ხსნარში, დეალკოჰოლიზებული ღვინო მოცვით - გაყინული (დამატკბობელი სტევიოზიდი), ყურძნის (Alfrocheiro) კომპოტი და ყურძნის (Michele palieri ) მურაბა ყურძნის კონცენტრატით;
- კვებითი და ფუნქციონალური დანიშნულების სასმელები (ყურძნის კუპაჟირებული წვენი ( Kisi + Alfrocheiro); მწვანე კაკლის ლიმონათი, ტყემლისა და ქაცვის ნექტარი თაფლით, დეალკოჰოლიზებული ღვინო; დაბალალკოჰოლიანი ღვინო (8%,მოც.-საფერავი); დეალკოჰოლიზებული ღვინისა და მოცვის წვენის ბინომური სასმელი სტევიოზიდით, დეალკოჰოლიზებული ღვინო (თაფლით, სტევიოზიდით, ყურძნის კონცენტრატით)).
- ტრადიციული პროდუქტი - ჩურჩხელა სიახლის ელემენტებით.
➤ ჩამოყალიბების ფაზაშია თემატური საბჭოები (საკითხების აქტუალობის განხილვა, იდეების ექსპერტიზა, კვლევის შედეგების შეფასება და სხვ)

აქტივობები:

● გაკეთდა ორი საპატენტო განაცხადი;
● საერთაშორისო კონფერენციაში გატანილ იქნა 2 სამეცნიერო თემა;
● შემუშავდა 2015 -2020 წლებში ს/მ პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის სამოქმედო გეგმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის შესაბამისად;
● მომზადდა 2 სტატია ინტერნეტკონფერენციისთვის;
● მომზადდა და გადაეცა 5 ბროშურა ექსტენციის კუთხით;
● შემუშავდა სამეცნიერო-კვლევითი მეთოდიკები (2015-2018წ);
● შემუშავებულია პროფესიული კოლეჯისთვის სპეციალობით - ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი - სტანდარტი, პროგრამა, მასწავლებლის გზამკვლევი;
● მომზადდა და გამოიცა საილუსტრაციო მასალები: ბანერები, პოსტერები, ბუკლეტები, ბროშურები;
● აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებსა და გამოფენებში (სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა, ღვინის ფესტივალი, ევროპული დღეები,ინოვაციური და მეცნიერებატევადი ნიმუშების რესპუბლიკურ გამოფენა და სხვ).

სამომავლო გეგმები:

➤ საექსპერიმენტო სივრცის და ანალიტიკური ლაბორატორიის სრულად ამოქმედება;
➤ კვლევითი პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ფართო სპექტრის (მარცვლეულის, სამარცვლე პარკოსანი, ტექნიკური, სუბტროპიკული კულტურების, ეთერზეთოვანი, ცხიმზეთოვანი ნედლეულის და სხვა) შენახვა-გადამუშავების მიმართულებით.