+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

რისკის შეფასების სამსახური




















რისკის შეფასების სტრუქტურა




სამსახურის თანამშრომლები:
სამსახურის უფროსი - მაია მეტრეველი
მთავარი სპეციალისტი - ლეილა ტაბატაძე
მთავარი სპეციალისტი - მამუკა კოტეტიშვილი
უფროსი სპეციალისტი- მაკა მდინარაძე

➤ საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი ჭილაძე
➤ სხვადასხვა პროფილის 105 მეცნიერი (იხ. ბმული: საბჭო ).


მიზანი

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სურსათთან ასოცირებული რისკების ალბათობისა და სიმძიმის შეფასება და რისკის კომუნიკაცია.

სურსათთან ასოცირებული რისკების შეფასება:

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარული და ფიტოსანიტარული (WTO-SPS) ზომების შესახებ შეთანხმებით დადგენილი პრინციპია, რომლის დაცვა საქართველოს ასოცირების (AA) შეთანხმებითაც ევალება. ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ჰარმონიზაციის გზაზე, კოდექს-ალიმენტარიუსის მოთხოვნების თანახმად 2014 წელს სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების ფუნქცია მიენიჭა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს. შედეგად შეიქმნა რისკის შეფასების სამსახური და რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც აერთიანებს, ეროვნული სამეცნიერო სფეროს, 105 პროფილურ მეცნიერს.

სამეცნიერო რისკის შეფასება არის გამოყენებითი მეცნიერების სპეციალიზებული სფერო, რომელიც მოიცავს სამეცნიერო მონაცემებისა და კვლევების მიმოხილვას კონკრეტულ საფრთხესთან ასოცირებული რისკის შესაფასებლად.

რისკის შეფასების სტრუქტურები:

წარმოადგენენ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების ერთიანი სისტემის სამეცნიერო ნაწილს უზრუნველყოფენ სისტემის რისკის ანალიზზე დაფუძნებულ, ეფექტიან ფუნქციონირებას; იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს გამჭვირვალობის, საჯაროობისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებთან დაკავშირებით და გახსნილად თანამშრომლობენ რისკის მართველ ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეებზე. ცენტრი ავტორიზებულია ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) ეროვნულ საკოტაქტო ინსტიტუციად.

რისკის შეფასება:

მეცნიერებაზე დაფუძნებული რისკის ანალიზის კომპონენტია და მოიცავს ოთხ საფეხურს:
➤ საფრთხის იდენტიფიცირებას;
➤ საფრთხის დახასიათებას;
➤ საფრთხის შეფასებას;
➤ რისკის დახასიათებას;

უზრუნველყოფს - სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების ერთიანი სისტემის სამეცნიერო საფუძველს;
იზიარებს - ევროპულ ღირებულებებს გამჭვირვალობის, საჯაროობისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებთან დაკავშირებით;
ხორციელდება - რისკის მმართველებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (EFSA, Codex Alimentarius, FAO, WHO, OIE, EPPO და სხვა), სამეცნიერო წრეებთან, მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით.

რისკის შეფასების სტრუქტურების უფლება-მოსილებები განსაზღვრულია:

● საქართველოს კანონით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;
● საქართველოს მთვრობის 2015 წლის 2 დეკემბრის N605 დადგენილებით „რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ“;
● სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულებითა და სხვა ნორმატიული დოკუმენტებით.

ძირითადი აქტივობები:

➤სურსათის უვნებლობის სფეროში საერთაშორისო ოფიციალური ინსტიტუციების (EFSA და სხვა) მიერ გაზიარებული, რისკის შეფასების პროცესებთან ასოცირებული, ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება;
➤ სურსათში არსებულ პოტენციურ საფრთხეებთან დაკავშირებით, რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მომართვის საფუძველზე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი, მეცნიერულად დასაბუთებული შედეგებისა და მონაცემების მოძიება;
➤ სურსათთან ასოცირებული საფრთხეებზე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დასკვნის საფუძველზე სათანადო ალტერნატიული ღონისძიებების რეკომენდაციების შემუშავება;
➤ სამეცნიერო და საექპერტო საქმიანობის უზრუნველყოფა ევროჰარმონიზაციის მიზნით მიმდინარე SPS სფეროში საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით;
➤ რისკის კომუნიკაციის ფარგლებში საზოგადოების ინფორმირება რისკის შეფასების პროცესების, შედეგებისა და სურსათთან ასოცირებული საფრთხეების თაობაზე.

სხვა აქტივობები:

➤ თანამშრომლობა რისკის მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან;
➤ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სააგენტოებთან ერთად ერთობლივ ღონისძიებების განხორციელება;
➤ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში რისკის შეფასების ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული პროექტების აქტივობებში მონაწილეობა;
➤ სურსათის უვნებლობის სფეროსთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებსა და ფორუმებში მონაწილეობა;
➤ სამეცნიერო სტატიებისა და აბსტრაქტების გამოქვეყნება;
➤ მოსახლეობის და სხვა დაინტერესებულ პირების ინფორმირება რისკის შეფასების პროცესების, სამეცნიერო კვლევებისა და შედეგების თაობაზე სოციალური ქსელების, ტელე, რადიო და ბეჭდური მედია საშუალებებით.

შესრულებული სამუშაოები:

                                  2015 წელს განხორციელებული პროექტები:

1. მეცნიერთა დასკვნა - ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება;
2. რისკის შეფასების სამსახურის რეკომენდაცია - ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება;
3. ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის A(H5N1) რისკის შეფასება;
4. Listeria monocytogenes რისკის შეფასება მზა სურსათში და მაღალი რისკის სასურსათო კატეგორიების განსაზღვრა;
5. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში Campylobacter-ისგამოვლენის ალბათობა და სიმძიმის შეფასება.

                                2016 წელს განხორციელებული პროექტები:

1. ფრინველის გაყინულ, მექანიკურად განცალკევებულ ხორცში salmonella-ს რისკის შეფასება;
2. სურსათისმიერი არაორგანული დარიშხანის რისკი საქართველოს მოსახლეობაზე.
3. მეცნიერთა დასკვნა - პალმის ცხიმთან დაკვაშირებული რისკების შეფასება;
4. რისკის შეფასების სამსახურის რეკომენდაციები - პალმის ცხიმთან ასოცირებული რისკის მართვის ალტერნატიული ღონისძიების შესახებ.

სიახლეები:

1. TAIEX-ის საექსპერტო მისიის ანგარიში 16-20 იანვარი, 2017 წელი. (Eng; ქართ. )
2. ENP Almanac - კრებული;
3. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და ბულგარეთის სურსათის ჯაჭვის რისკის შეფასების ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმი.