სიახლეები
14.07.2015
შეხვედრა კომპანია „ჯეო ვეტი“-ის და „პრო ფიშენთ“ -ის წარმომადგენლებთან
საქართველოში თევზის დაავადებათა
კონტროლი
მნიშვნელოვან
პრობლემას
წარმოადგენს, სწორედ ამ მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
მეცხოველეობის,
ვეტერინარიისა
და
საკვებწარმოების
კვლევის
დეპარტამენტის
თანამშრომლები
კომპანია
„ჯეო
ვეტის“
წარმომადგენელსა და სიეტლის
მეთევზეობის
სამეცნიერო-საკონსულტაციო
ცენტრის „პრო ფიშენთ“-ის გენერალურ
მენეჯერს,
როჯერ
პალმს
შეხვდნენ.
სიეტლის
მეთევზეობის
ცენტრის
ძირითად
საქმიანობას
წარმოადგენს
კონსულტაციების
გაწევა და სამეცნიერო კვლევების წარმოება
თევზის
დაავადებათა
დიაგნოსტიკისა
და
იმუნოპროფილაქტიკის
დარგში.აღსანიშნავია, რომ საქართველოში თევზის დაავადებათა იდენტიფიცირება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია და შედეგად სამწუხაროდ ხშირია თევზის მასობრივი დაღუპვა, რაც მეთევზეობის დარგის განვითარებისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.









.png)



