სიახლეები
18.11.2019
აზია-ფიტოფტორას III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ

აღსანიშნავია, რომ AsiaBlight-ის პროგრამის ფარგლებში ცენტრის თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოპოვებული კარტოფილის ფიტოფტორას ნიმუშების გენეტიკური კვლევა შოტლანდიაში, დანდის უნივერსიტეტში ჩატარდა. მიღებული მონაცემები EuroBlight 2019-ის საერთაშორისო ელექტრონულ რუკაზე განთავსდა.
3 დღიან კონფერენციას ევროპის, აზიის და სამხრეთ ამერიკის კარტოფილის მწარმოებელი წამყვანი ქვეყნების მეცნიერები ესწრებოდნენ. ფართო დისკუსიის ფორმატში დელეგატებმა კარტოფილის საშიში დაავადების - ფიტოპტორას კვლევისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე იმსჯელეს.