სიახლეები
09.11.2020
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა, მეხილეობის მიმართულებით ახალი წიგნი გამოსცეს

წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში გამოიცა, მასში მეხილეობის კვლევის სამსახურის მიერ 4 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებია შეჯამებული. წიგნის აქტუალურობა ბოლო 20 წელიწადში საზღვარგარეთიდან ხეხილის უამრავი ჯიშის შემოტანამ განაპირობა. მეხილეობის კვლევის სამსახური აგრძელებს კვლევებს, 2021 წლისთვის, უკვე შემდეგი 70 ჯიშის შესახებ შეგროვდება ინფორმაცია.
წიგნი განკუთვნილია როგროც მოყვარული მებაღეებისთვის, ასევე პროფესიონალი მეხილე-ფერმერებისთვის, სტუდენტებისა და აგრო-კონსულტანტებისთვის. ავტორებმა ნაშრომი მათ პედაგოგებს, მეხილეობის დარგის ქართველ მეცნიერებს, მიხეილ ვარძელაშვილს და შარდენ ახვლედიანს მიუძღვნეს. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკებსა და აგრარული მიმართულების უნივერსიტეტებში, ციფრული ვერსია კი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.