+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

ცენტრის ისტორია:

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის #162 დადგენილების საფუძველზე,აგრარულ სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეიქმნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს სახელმწიფოსათვის გადაცემული ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო ქართუ“-ს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბაზები, ლაბორატორიები და სხვა ინფრასტრუქტურა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საცდელ სადემონსტრაციო აქტივობებს ახორციელებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში კერძოდ: - კახეთის - 4, ქართლისა და იმერეთის -3-3, ქვემო-ქართლისა და ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის -2-2, სამცხე-ჯავახეთის -3, სამეგრელოსა და გურიის-2-2 ბაზებზე;


ცენტრის მიზნები:


● ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის მოძიება, შესწავლა,რეაბილიტაცია და გაუმჯობესება;
● გენბანკის შექმნა
● საქართველოში ინტროდუცირებული ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ადაპტაცია და გასავრცელებლად დაშვების ხელშეწყობა;
● კონდიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოების, სტანდარტიზაციისა და სერთიფიცირების სისტემის შექმნა;
● საქართველოს მიწის ფონდის შესწავლა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა -გაუმჯობესება;
● ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;სტანდარტებთან ჰარმონიზაცია;
● სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება;
● მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება;
● საქართველოში გავრცელებული სასოფლო სამეურნეო და შინაური ცხოველების, ფრინველების,თევზების სამეურნეოდ სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების მოძიება,აღდგენა - გაუმჯობესება; საქართველოში შემოყვანილი კულტურული ჯიშების კვლევა-ადაპტაცია;
● ელექტრონული საინფორმაციო ბანკის შექმნა;
● სურსათში/ცხოველის საკვებში გამოვლენილი და პოტენციური რისკის მეცნიერული შეფასება და რეკომენდაციების მომზადება რისკის მართვის ორგანოებისთვის;
● საზოგადოებასთან, საერთაშორისო, დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
● ცოდნის გავრცელების პროგრამის ფარგლებში რეგიონული ექსტენციის განვითარება და ხელშეწყობა.