სოფ.ჯიღაურა, მცხეთის მუნიციპალიტეტი - მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა
➤ ვაზის ქართული 470 ჯიში საკოლექციო ნარგაობა;
➤ ვაზის უცხოური 350 ჯიში;
➤ ვაზის კულტურული და ფილოქსერაგამძლე ჯიშების და კლონების საბაზისო სადედეები;
➤ 400-ზე მეტი თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სადედეები;
➤ სატყეო და ქარსაცავ ჯიშთა გამოცდისა და სადემონსტრაციო ნაკვეთი;
➤ 80-მდე სახეობის ტყის მცენარეების ცოცხალი კოლექციები;
➤ სატყეო კულტურებისა და ქარსაცავ ზოლებში გამოსაყენებელ მცენარეთა გამოცდისა და სადემონსტრაციო ნაკვეთი;
➤ 11 ჯიშისა და 30-ზე მეტი თუთის ფორმის კოლექცია;
➤ "გოჯი ბერი"-ს (ჩინეთი) 5 სხვადასხვა ჯიშის 1000 -მდე საბაზისო ნერგის სადემონსტრაციო ნაკვეთი;
➤ სამყნობ-სასტრატიფიკაციო და სამაცივრე კომპლექსი;
➤ მცენარეთა ფუმიგაციის და თერმული დამუშავების კომპლექსი;
➤ ვირუსოლოგიის ლაბორატორია;
➤ სათბურ-ორანჟერიები.
სოფ. წილკანი, მცხეთის მუნიციპალიტეტი - ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა
➤ ერთწლოვანი კულტურების ჯიშთა გამოცდა და ელიტური თესლის წარმოება;
➤ სათესლე და სარგავი მასალის შესანახი მაცივრები;
➤ თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტების და სერთიფიცირების ლაბორატორია;
➤ ბიო პროდუქციის წარმოება;
➤ ვირუსოლოგიის და ქსოვილის კულტურის (invitro)ლაბორატორია;
➤ ნიადაგის ანალიზური კვლევის ლაბორატორია;
➤ სათბურ-ორანჟერიები;
➤ სადემონსტრაციო ნაკვეთები;
სოფ.ვაჩიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის ბაზა
➤ კარტოფილის და მარცვლეული კულტურების ნათესი-ელიტური სათესლე და სარგავი მასალის მიღება;
➤ სათესლე და სარგავი მასალის შესანახი მაცივრები;
სოფ. შულავერი, მარნეულის მუნიციპალიტეტი - ბოსტნეული კულტურების სასათბურე კომპლექსი
➤ მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური;
სოფ. მუხური, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - მეფუტკრეობის ბაზა
➤ მორფოლოგიური და ექსტერიერული კვლევის ლაბორატორია;
➤ ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია.