
ცენტრის დირექტორი
პროფესორი
ლევან უჯმაჯურიძე
● სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნერი-კვლევითი ცენტრის დირექტორი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
● საქართველოს აგრარული, კავკასიის და ტექნიკურ უნივერსიტეტების პროფესორი;
● სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება, გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების მოძიება-აღორძინება, ქართული ვაზის გენოფონდის შესწავლა, დაცვა და სხვა.
სამუშაო გამოცდილება
● 2015 - დღემდე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი; პროფესორი, სალექციო კურსი სპეციალობაში - მევენახეობა;
● 2012 - დღემდე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი; სრული პროფესორი, სალექციო კურსი სპეციალობაში - მევენახეობა;
● 2007 - 2014, ა(ა)იპ აგრო, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;
● 2009 - 2014, შპს „აგრო ქართუ“, ხეხილოვანი კულტურების სადემონსტრაციო ბაღების პროექტის მენეჯერი;
● 1981-2010 - საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - უფროსი აგრონომი, მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის, ლაბორატორიის და განყოფილების გამგე, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი;
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრეინინგები:
● 2011, 2010, 2007, 2006, გერმანია, გეიზენჰაიმის მევენახეობის სელექციის ინსტიტუტი;
● 2005, საფრანგეთი, მონპელიეს უნივერსიტეტი;
● 2004, ჩინეთი, ხებეის სატყეო აკადემია;
● 2004, საფრანგეთი, ადგილწარმოშობის დასახელების ეროვნული ინსტიტუტი;
● 1996, გერმანია, გეილვეილერჰოფის მევენახეობის ინსტიტუტი;
● 1983 - 1987, საქართველო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა, მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
● 1976 – 1981,საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
პროექტები:
● 2014 -2015 - ევროკავშირი, COST პროექტი - ,, აღმოსავლეთ-დასავლეთ ევროპის თანამშრომლობა ვაზის მრავალფეროვნების კვლევასა და სელექციის ადაპტური თვისებების ძიებისათვის’’;
● 2010-2011 - მსოფლიო ბანკი - ,, ქართული ვაზის აბორიგენული ჯიშების იდენტიფიკაცია ამპელოგრაფიული დესკრიპტორების გამოყენებით’’;
● 2010 – GRDF - ვაზის სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიები. გრანტი BPG # 05/10;
● 2008-2009 - პროექტი ,,ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშების კლონების ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოება და საბაზისო სადედეების გაშენება ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებით’’;
● 2006 - ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშის ,,ქისი’’-ს აღდგენა-გავრცელება ახმეტის რაიონში;
● 2005 - ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშის ,,ალადასტური’’-ს აღდგენა;
● 2003-2004 - ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშის ,,უსახელაურის’’აღდგენა-გავრცელება ფერმერულ მეურნეობებში;
● 2002-2003 - ,,ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების წარმოება-დანერგვა ფერმერულ მეურნეობებში.
დამატებითი ინფორმაცია:
● ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მევენახეობის კომისიის წევრი;
● მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის მევენახეობის კომისიის თავმჯდომარე;
● ღვინის კლუბის და ასოციაცია ,,ქვევრის’’ მევენახეობის სექციის თავმჯდომარე;
● საქართველოს მემამულეთა კავშირის წევრი;
● საერთაშორისო ექსპერტი, ჩინეთი (საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში - 2004, 2010, 2012, 2014, 2015, 2016);
● გამოქვეყნებული აქვს 42-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 3 მონოგრაფია, 2 გამოგონების ავტორია;
●მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და კონგრესებში.