ადმინისტრაციული დეპარტამენტი
მიზანი
➤ ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება, სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან, შემოსული წერილების ან ცენტრში წარმოებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის რეგისტრაცია, მათი მოძრაობის ან შესრულებულ დავალებათა აღრიცხვა;➤ ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ცენტრის ინტერესების სამართლებრივი დაცვა;
➤ იმ ხელშეკრულებათა შედგენა ან/და მათ შედგენაში მონაწილეობის მიღება, რომლებშიც მხარედ წარმოდგენილია ცენტრი;
➤ კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვა;
➤ საერთაშორისო ურთიერთობებში, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინტერესების წარმოდგენა;
➤ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;
➤ ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა;
➤ ცენტრის თანამშრომლების საქართველოში და საზღვარგარეთ (სემინარებზე, კონფერენციებზე და სხვა) სამივლინებო დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა;
➤ ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური უზრუნველყოფა;
➤ უზრუნველყოს ცენტრის უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, რეგისტრაცია და ელექტრონული საინფორმაციო ბაზების (რეესტრის) წარმოება;
➤ სამეურნეო, სარემონტო, სამშენებლო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
➤ ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სხვა რესურსების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
➤ მატერიალურ ფასეულობათა მიღების, აღრიცხვის, შენახვისა და მათი მდგომარეობის კონტროლის განხორციელება;
➤ სასაწყობო მეურნეობის წარმართვა.