ეკოფიზიოლოგიის კვლევის სამსახური
ფუნქციები:
➤ მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და პროგნოზირება ატმოსფერული მოვლენების კვლევისა და შეფასების მიზნით;➤ აგრომეტეოროლოგიური კვლევების დაგეგმვა გლობალური დათბობის, გარემოს დაბინძურებისა და აგროკლიმატური დარაიონების გათვალისწინებით;
➤კლიმატის კვლევის საფუძველზე აგროტექნიკურ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება კონკრეტული კლიმატური პირობებისთვის;
➤ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მოქმედი აგროკლიმატური მახასიათებლების კვლევა;
➤ მავნებელ-დაავადებებისა და არახელსაყრელი ეკოლოგიური სტრეს-ფაქტორებისადმი მცენარეთა ქცევის შესწავლა და კვლევა;
➤ მინდვრის კულტურათა მაღალმოსავლიანი და გვალვაგამძლე ჯიშების მიღების მიზნით, სელექციური კვლევების განხორციელება;
➤ მცენარეულ ორგანიზმებში მიმდინარე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების კვლევა (ფოტოსინთეზი, ტრანსპირაცია, რესპირაცია, ტრანსლოკაცია და ა. შ);
➤ მცენარეთა ბიოქიმიური მაჩვენებლების კვლევა;
➤ მცენარეული ორგანიზმების უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური პროცესების, ქიმიური შემადგენლობისა და ანატომიური აგებულების კვლევა და ანალიზი.