პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია
➤ ნიადაგის სრულყოფილად კვლევა სამეცნიერო მიმართულებით;
➤ თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის დახმარებით ქვეყნის მასშტაბით ნიადაგების და მათი ნაყოფიერების გამოკვლევა;
➤ კვლევის შედეგების საფუძველზე ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის;
➤ ლაბორატორია ორიენტირებულია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე და არ გასწევს კერძო მომსახურებას. (განთავსებულია წილკანში).
თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია
➤ მინდვრის კულტურათა სათესლე მასალის და სარგავ მასალათა ხარისხობრივი მაჩვენებლების ლაბორატორიული ანალიზი;
➤ თესლის ტესტირების საერთაშორისო ასოციაციის (ISTA) მოთხოვნების და ნორმების შესაბამისად - საანალიზო ნიმუშის აღება, ანალიზური სიწმინდე, აღმოცენების უნარი, მარცვლის წონის განსაზღვრა;
➤ ტენიანობის განსაზღვრა და სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი;
➤ სათესლე კარტოფილის ხარისხობრივი ანალიზი.
მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორია
➤ სასოფლო სამეურნეო კულტურების (კარტოფილი, ვაზი, ხეხილოვანი და კენკროვანი კუტურები) უვირუსო მიკროკლონების მიღების ეფექტური ტექნოლოგიების შემუშავება-დახვეწა ქსოვილის კულტურის (ინ ვიტრო) მეთოდებით;
➤ ადგილობრივი გენოფონდის ინ ვიტრო გენეტიკური ბანკის შექმნა/კონსერვაცია;
➤ ელიტური სათესლე და საბაზისო სარგავი მასალის მიღება.
მოლეკულური მარკირების ლაბორატორია (დნმ ლაბორატორია)
➤ ქართული ვაზის იშვიათი და მცირედ გავრცელებული ჯიშების იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა, კავკასიური ველური ვაზის შესწავლა და ვაზის კულტივირებულ გენოფონდთან მისი დამოკიდებულების კვლევა. ენდემური ხეხილოვანი კულტურების ჯიშების კვლევა მოლეკულური გენეტიკის თანამედროვე მეთოდებით;
➤ ქართული ენდემური ერთწლოვანი კულტურების (ხორბლების და მათი წინამორბედების, ტექნიკური და სამარცვლე კულტურების) გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა მოლეკულური მარკერების მეშვეობით.
სოფ. წილკანი, თუთის აბრეშუმხვევიას სანაშენე ლაბორატორია
➤ თუთის აბრეშუმხვევიას ცოცხალი გენოფონდის ჯიშებისათვის დამახასიათებელი მემკვიდრული ნიშან-თვისებების შენარჩუნება;
➤ თუთის აბრეშუმხვევიას 20 საკოლექციოქართულდა უცხოურჯიშზე სისხლის განახლება;
➤ ახალი მაღალპროდუქტიული, დაავადებებისადმი გამძლე, ჯიშების (ჰიბრიდების) გამოყვანა და ჰიბრიდული გრენის დამზადება;
➤ სელექციის მეთოდების გამოყენებით ჯიშების ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესება;
➤ დაავადებების წინასწარი პროგნოზირება.
სოფ. ანასეული, ოზურგეთის მუნიციპლალიტეტი - "ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრი"
➤ აგროქიმიური კვლევების ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და სასუქების რაციონალურად გამოყენების ცენტრი;
➤ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის დადგენის მიზნით ნიადაგში, წყლებში, მცენარეებსა და სასურსათო პროდუქტებში სასუქების, პესტიციდებისა და სხვა ნივთიერებათა ნარჩენების შემცველობის განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა.