სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახური
ფუნქციები:
➤ მცენარეთა თესლისა და სარგავი მასალების, ცხოველთა, ფრინველთა, სასარგებლო მწერთა და თევზთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალის ხარისხობრივი მაჩვენებლების, მათი კონტროლისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების კვლევა;
➤ მცენარეთა თესლსა და სარგავ მასალებზე ცხოველთა, ფრინველთა, სასარგებლო მწერთა და თევზთა ჯიშების, სახეობების, პოპულაციების და გასამრავლებელი მასალებზე შესაბამისობის შეფასების პროცედურების განხორციელება და სერტიფიკატების გაცემა;
➤ თესლისა და სარგავი მასალების ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის ლაბორატორიული მეთოდების კვლევა;
➤ თესლისა და სარგავი მასალების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ანალიზების ჩატარება;
➤ მცენარეთა გენეტიკური რესურსების სტანდარტებისა და ნორმების კვლევა;
➤ თესლის კოლექციების მოძიება, იდენტიფიკაცია, დახასიათება, შენახვა და მონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
➤ ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო თემატიკების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
➤ სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების ეკონომიკური ანალიზის განხორციელება;
➤ ცენტრის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელებული საქმიანობების ანგარიშების სისტემატიზაცია;
➤ სამეცნიერო თემატიკების დაგეგმვაში მონაწილეობა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში.