+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახური




ფუნქციები:

➤ ქართული ვაზის გენოფონდის – ჯიშები და ველური ვაზის ფორმები – დაცვა, საკოლექციო შესწავლა ამპელოგრაფიისა და მიკრომეღვინეობის სიმბიოზით და გამორჩეული ფორმების პოპულარიზაცია გამოფენების, პრეზენტაციების, სამეცნიერო და პოპულარული პუბლიკაციების ფორმატში;
➤ უცხოური ჯიშებისა და საძირეების ინტროდუქცია და დაცვა საქართველოს მდგრადი მევენახობა-მეღვინეობის უზრუნველყოფის მიზნით და მათ შორის – სელექციურ პროგრამებში გამოყენებისათვის;
➤ ვაზის ქართული და უცხოური გენოფონდის მაქსიმალური ჩართვა მევენახეობა-მეღვინეობის ახალ რეალობაში კლიმატის ცვლილებების, ღვინის ახალი ტიპების, ტრადიციული და ინოვაციური ტექნოლოგიების დამკვიდრების პირობებში;
➤ მოლეკულური გენეტიკის, ქსოვილის კულტურის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების, მიკრობიოლოგიის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიური და სხვა სამეცნიერო კვლევების მაქსიმალური გაშლა ვაზისა და ღვინის კვლევებში საქართველოში და მათი საშუალებით მსოფლიო დონის სიახლეების დამკვიდრება;
➤ ენოლოგიური, მიკრობიოლოგიური და ამპელოგრაფიული კვლევების ორგანიზება მეღვინეობის ტრადიციული ტექნოლოგიების დაცვისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ღვინოების ახალი მარკების შექმნისათვის;
➤ მევენახეობის სპეციფიკური მიკროზონების შესწავლა, მათი საზღვრების ცვლილებისა და ახალი ზონების დარეგისტრირებისათვის ქართული ღვინის ასორტიმენტის გაფართოებისა და მევენახეთა შემოსავლების გაზრდის მიზნით;
➤ საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა ხელშეწყობა სამეცნიერო სიახლეების ოპერატიულად მიწოდების გზით;
➤ ჯანსაღი სამყნობი და სარგავი მასალების ქვეყნის შიგნით წარმოების ინტენსიური ტექნოლოგიების შემუშავება, საბაზისო და სერტიფიცირებული ნერგის წარმოების ხელშეწყობა;
➤ ღვინის ორგანოლეპტიკური და სამეურნეო ტექნოლოგიური მახასიათებლების კვლევა;
➤ მეღვინეობა-მევენახეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება და პოპულარიზაცია.