+ 995(32) 2 47 01 01
ონლაინ დახმარება
კონტაკტი
facebook
youtube
mail

საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური




ფუნქციები:

➤ მედიასთან ურთიერთობის წარმართვა ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებრივად გაშუქების მიზნით;
➤ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელის ადმინისტრირება, ინფორმაციის პერიოდული განახლება;
➤ ახალი ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა, საჩვენებელი და სადემონსტრაციო ღონისძიებების მოწყობა;
➤ სამეცნიერო კვლევებისა და ანალიზის შედეგად მიღებული ინოვაციური ტექნოლოგიების, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა, ახალი ჯიშების და ჰიბრიდების, თესლისა და სარგავი მასალების ბეჭდური და საილუსტრაციო მასალების გავრცელება;
➤ რეგიონებში სემინარების ჩატარების ორგანიზება, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების მოვლა-მოყვანის, დაცვის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, შენახვა-გადამუშავების და სხვა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;
➤ ცენტრის წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების კოორდინაცია;
➤ ცენტრში შემოსული კორესპონდენციის განხილვა;
➤ ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, თემატურად დაკავშირებულ უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებთან;
➤ ცენტრის სახელით მონაწილეობის მიღება საერთაშორისო კონფერენციებში, გამოფენებში, პრეზენტაციებში, სემინარებსა და ტრენინგებში;
➤ რეგიონებიდან ინფორმაციის მოპოვება და მისი მიწოდება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.