რისკის შეფასების სამსახური

ფუნქციები:
➤ რისკის შეფასების ორგანიზება, რისკის მმართველებისათვის რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციებისა და კომუნიკაციების განხორციელება:
● სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში;
● ვეტერინარიის სფეროში;
● მცენარეთა დაცვის სფეროში;
➤ რისკის შეფასებასთან დაკავშირებული, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი მეცნიერული და ტექნიკური ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
➤ რისკის შეფასების მეთოდოლოგიების მოძიება და დანერგვის ხელშეწყობა;
➤ რისკის შეფასების ანგარიშის (დასკვნა-რეკომენდაციები) მომზადება;
➤ ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოსთან (EFSA) ეროვნული საკონტაქტო პირის სტატუსით თანამშრომლობა;
➤ რისკის შეფასების სფეროში ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ორგანიზებულ პროგრამებში, სემინარებსა და პროექტებში მონაწილეობა;
➤ რისკის შეფასების პროცესებისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
➤ რისკის მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან თანამშრომლობა. 2015 წელს განხორციელებული პროექტები:
1. მეცნიერთა დასკვნა - ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება;
2. რისკის შეფასების სამსახურის რეკომენდაცია - ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება;
3. ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის A(H5N1) რისკის შეფასება;
4. Listeria monocytogenes რისკის შეფასება მზა სურსათში და მაღალი რისკის სასურსათო კატეგორიების განსაზღვრა;
5. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში Campylobacter-ისგამოვლენის ალბათობა და სიმძიმის შეფასება.
2016 წელს განხორციელებული პროექტები:
1. ფრინველის გაყინულ, მექანიკურად განცალკევებულ ხორცში salmonella-ს რისკის შეფასება;
2. სურსათისმიერი არაორგანული დარიშხანის რისკი საქართველოს მოსახლეობაზე.
3. მეცნიერთა დასკვნა - პალმის ცხიმთან დაკვაშირებული რისკების შეფასება;
4. რისკის შეფასების სამსახურის რეკომენდაციები - პალმის ცხიმთან ასოცირებული რისკის მართვის ალტერნატიული ღონისძიების შესახებ.
2017-2018 წლებში განხორციელებული პროექტები:
1. სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიში;
2.სურსათისმიერი აკრილამიდის საფრთხე საქართველოს მოსახლეობაზე;
3.სურსათში ანტიბიოტიკების ნარჩენებთან დაკავშირებული რისკის შეფასების ანგარიში;
4. სასმელ წყალთან დაკავშირებული რისკის შეფასების ანგარიში;
5.მონიტორინგის განხორციელებისა და შედეგების რისკის შეფასების მიზნით გამოყენების შესაძლებლობები და განუსაზღვრელობები;
2022 წელს განხორციელებული პროექტები:
1.ფრთალაქიანი დროზოფილა - Drosophila suzukii -ს ფიტოსანიტარული რისკის შეფასება;
2.ფრთალაქიანი დროზოფილას - Drosophila suzukii ფიტოსანიტარული რისკის შეფასების საფუძველზე შემუშავებული რისკის მინიმიზაციის რეკომენდაციები
2023 წელს განხორციელებული პროექტები:
1.ლაქებიანი ჭიჭინობელას (Lycorma delicatula) საქართველოში შემოჭრის და დამკვიდრების ფიტოსანიტარული რისკის შეფასება
2.ლაქებიანი ჭიჭინობელას Lycorma delicatula ფიტოსანიტარული რისკის შეფასების სამეცნიერო დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რისკის პრევენციისა და მინიმიზირების რეკომენდაციები
3.საქართველოში ცხვრის კატარული ცხელების Bluetongue Virus (BTV)) შემოჭრის რისკის შეფასების სამეცნიერო დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რისკის პრევენციისა და მინიმიზირების რეკომებდაციები;
4.საქართველოში ცხვრის კატარული ცხელების ( B luetongue V irus ( BTV)) შემოჭრის რისკის შეფასება
5.სუდანის ჯგუფის საღებავებით დაბინძურებული სხვადასხვა კატეგორიის სურსათის მოხმარებით განპირობებული რისკის შეფასება;
6.სუდანის ჯგუფის საღებავებით დაბინძურებული სხვადასხვა კატეგორიის სურსათის მოხმარებით განპირობებული რისკის შეფასების საფუძველზე შემუშავებული რისკის მინიმიზირების რეკომენდაციები;
7.საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების“ რისკის მინიმიზირების რეკომენდაციები;
8.” საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების“ რისკის შეფასება;
2024 წელს განხორციელებული პროექტები:
1.” 2022-2023 წლებში საქართველოში აფლატოქსინ M1-ის შემცველი ნედლი რძით წარმოებული რძის და რძის ნაწარმის მოხმარებით განპირობებული საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკის შეფასება;
2.„2022-2023 წლებში საქართველოში აფლატოქსინ M1-ის შემცველი ნედლი რძით წარმოებული რძის და რძის ნაწარმის მოხმარებით განპირობებული საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის რისკის შეფასების“ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები
3.საქართველოში მალაქიტის მწვანის, ლეუკო მალაქიტის მწვანის და ლეუკო კრისტალ იისფერის ნარჩენების შემცველი თევზის მოხმარებით განპირობებული ადამიანის ჯანმრთელობის რისკის შეფასების საფუძველზე შემუშავებული რისკის მინიმიზირების რეკომენდაციები
2025 წელს განხორციელებული პროექტები:
1.ნიტრატებით დაბინძურებული ბოსტნეულის მოხმარებით განპირობებული რისკის შეფასება საქართველოს მოსახლეობის მიმართ;
2. აზიური ფაროსანას Halyomorpha halys ბუნებრივი მტრის იაპონური ტრისოლკუსის Trissolcus japonicus საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანისა და თავისუფლად გაშვების რისკის ექსპრეს შეფასება
3.აზიური ფაროსანას, Halyomorpha halys ბუნებრივი მტრის, იაპონური ტრისოლკუსის Trissolcus japonicus საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანისა და თავისუფლად გაშვების რისკის ექსპრეს შეფასების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები;
4.საქართველოში მეთაფლე ფუტკრის ტროპილელაფსოზის გავრცელებისა და ტკიპი ტროპილელაფსის (Tropilaelaps spp.) დამკვიდრების რისკის შეფასება;
5.საქართველოში Q ცხელების დაავადების გავრცელების რისკის შეფასება;
6.„საქართველოში Q ცხელების დაავადების გავრცელების რისკის შეფასების„ სამეცნიერო დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები



