facebook
youtube
mail

სიახლეები

22.06.2016

მეაბრეშუმეობის დარგის განვითარებისათის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა

 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ერთერთ მიმართულებას საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენის ხელშეწყობა-განვითარება წარმოადგენს. 
საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგს თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ფართოდ იყო გავრცელებული, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა თუთის აბრეშუმმხვევიის ჯიშების გენოფონდის შენარჩუნება-გაუმჯობესებასა და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას ითვალისწინებს.
აღნიშნული მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
დაწყებულია მეაბრეშუმეობისათვის საკვები ბაზის აღდგენა-შექმნა, რომელიც გულისხმობს თუთის ჰიბრიდული ჯიშის ნერგების გაშენება-დარიგებას. მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცა, რომელიც ბენეფიციარებს უსასყიდლოდ დაურიგდათ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები პროგრამის ბენეფიციარებს თუთის ბაღების გაშენებაში დაეხმარნენ და თუთის მოვლის აგროტექნიკურ ღონისძიებების განხორციელებაში უწევენ კონსულტაციებს.
ამჟამად, აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე, მიმდინარეობს თუთის აბრეშუმხვევიას დაახლოებით 45000-50000 ცალი აბრეშუმის ჭიის გამოკვების პროცესი. აღნიშნული ჯიშები ხასიათდებიან მაღალი აბრეშუმიანობითა და ძაფის სიგრძით. 
ამ ეტაპზე, უნივერსიტეტის ბაზაზე აბრეშუმმხვევიას მიერ პარკის ახვევა სრულდება.
აღნიშნული პროცესის მიზანი მომდევნო თაობის გრენის (კვერცხი) დამზადებაა, რაც ქართული აბრეშუმმხვევიას გენოფონდის შენარჩუნებასა და გამრავლებას უზრუნველყოფს.