სიახლეები
23.01.2024
2023 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 36 ათასზე მეტი ნერგის და 700 ტონაზე მეტი სათესლე მასალის სერტიფიცირება განახორციელა

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მხოლოდ კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრში რეგისტრირებული სანერგე მეურნეობა არის უფლებამოსილი, საკუთარი სტანდარტული კატეგორიის ნერგის (CAC სტანდარტის) შესაბამისი პროდუქცია განათავსოს ბაზარზე. კანონის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას. 2023 წელს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 49 სანერგე მეურნეობის დოკუმენტური და ფიტოსანიტარიული მდგომარეობა შემოწმდა. სათესლე მასალის 6 მწარმოებლის სასაწყობე მეურნეობაში ჩატარდა სათესლე მასალის საანალიზო ნიმუშების აღება; სარეალიზაციო სათესლე მასალიდან აღებულ 46 ნიმუშს ჩაუტარდა ლაბორატორული ანალიზი.
სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე და სარგავი მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს, სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.