სიახლეები
07.03.2018
წალკის სკოლის მოსწავლეები ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას ესტუმრნენ

მოსწავლეებმა დასხივებულ და დაუსხივებელ თესლზე დაკვირვება და ანალიზი განახორციელეს, ასევე დასხივებული თესლის რადიაციის დონის განსაზღვრაში მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის მიზანი საშუალო სკოლებში „ნიადაგის კუთხის“ მოწყობაა, სადაც ნიადაგის მნიშვენლობაზე, ეკოსისტემაში მის ფუნქციებსა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია განთავსდება.
პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ეწყობა გაცნობითი ტური ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში, რომლის დროსაც მოზარდები ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან.