სიახლეები
26.03.2026
მესხური ვაზისა და ღვინის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვერდა გაიმართა
მესხური ვაზისა და ღვინის განვითარების საკითხებზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე დაესწრო.შეხვედრა მესხური ვაზის ადგილობრივი ჯიშების ცნობადობის ამაღლებასა და დარგის თანამედროვე გამოწვევებს ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მევენახეთა და მეღვინეთა გაერთიანების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, რაც მომავალში ხელს შეუწყობს როგორც მესხური ღვინის წარმოების სანედლეულო ბაზის გაფართოებას, ასევე მის განვითარებასა და პოპულარიზაციას.შეხვედრას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ფერმერები. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის
(REC) პროექტის „აგრობიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში, რომლის სამეცნიერო მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს.





.png)






.png)








