facebook
youtube
mail

სიახლეები

09.07.2015

ლევან უჯმაჯურიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფ. გვარას სანერგე მეურნეობა მოინახულა

 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აჭარის ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფ. გვარას სანერგე მეურნეობა მოინახულა.

ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქობულეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ცენტრის ხელმძღვანელმა დაათვალიერა ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების სანამყენეთა, ფილოქსერაგამძლე ვაზისა და ხეხილის ვეგეტატიურ საძირეთა სადედეები, ვაზის მწვანე ვეგეტირებული ნამყენი ნერგების გამოსაყვანი ორანჟერია, უცხოეთიდან შემოტანილი მარწყვის რემონტანტული ჯიშების სათბური  და სხვა.

აღნიშნული სანერგის ფუნქციური დატვირთვა ძალზედ დიდია. იგი ვაზის ხეხილოვან კულტურათა სადედეების, სანერგეების მაღალი აგროტექნიკური ფონის, ფიტოსანიტარული სიჯანსაღისა და ჯიშური მრავალფეროვნების გათვალისწინებით აჭარის, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონების ფერმერთა და დაინტერესებულ პირთათვის სანიმუშო სადემონსტრაციო-საკონსულტაციო ობიექტს წარმოადგენს.