სიახლეები
14.07.2015
შეხვედრა კომპანია „ჯეო ვეტი“-ის და „პრო ფიშენთ“ -ის წარმომადგენლებთან
საქართველოში თევზის დაავადებათა კონტროლი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, სწორედ ამ მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლები კომპანია „ჯეო ვეტის“ წარმომადგენელსა და სიეტლის მეთევზეობის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის „პრო ფიშენთ“-ის გენერალურ მენეჯერს, როჯერ პალმს შეხვდნენ. სიეტლის მეთევზეობის ცენტრის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კონსულტაციების გაწევა და სამეცნიერო კვლევების წარმოება თევზის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და იმუნოპროფილაქტიკის დარგში.აღსანიშნავია, რომ საქართველოში თევზის დაავადებათა იდენტიფიცირება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია და შედეგად სამწუხაროდ ხშირია თევზის მასობრივი დაღუპვა, რაც მეთევზეობის დარგის განვითარებისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.