სიახლეები
15.07.2015
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთის პრეზენტაცია

სტუმრებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე მიმდინარე საშემოდგომო თავთავიანების, ბოსტნეულ - ბაღჩეულის, კარტოფილის, მზესუმზირის, ტექნიკური პარკოსანი კულტურების ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშების შესახებ კვლევები გააცნეს ასევე ამომწურავად გასცეს პასუხები დასმულ შეკითხვებს. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სიმინდის, მზესუმზირისა და ხორბლის ჯიშებმა, ასევე კახეთის რეგიონში ნაკლებად გავრცელებულმა კულტურებმა, როგორიცაა სელი, ალისარჩული, სოია და ოსპი.
მეცნიერთა შეფასებით საცდელ ნაკვეთებზე, წარმატებით მიმდინარეობს, როგორც ქართული, ასევე ინტროდუცირებული ჯიშების სელექციური გამოცდა. ცდების შედეგად გამოიკვეთა კახეთის რეგიონისთვის სხვადასხვა კულტურების კარგად ადაპტირებული ჯიშები, რომლებიც საკმაოდ მაღალი პროდუქტიულობით ხასიათდება. საცდელი ნიმუშების მოსავლის აღების შემდეგ მოხდება მათი ხარისხობრივი და სტრუქტურული მაჩვენებლების შესწავლა.