სიახლეები
17.07.2015
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები წილკნის ბაზაზე
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით წილკნის ბაზაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრებს მინდინარე კვლევები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში დეპარტამენტის უფროსმა, ნატო კაკაბაძემ წარმოადგინა. სიმინდის კულტურასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ოთარ ლიპარტელიანმა. პრეზენტაციაზე სტუმრებმა დაათვალიერეს წილკნის საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე არსებული საშემოდგომო თავთავიანების, ბოსტნეულ-ბაღჩეულის, კარტოფილის, მზესუმზირის, ტექნიკური, პარკოსანი კულტურების ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშები.