facebook
youtube
mail

სიახლეები

23.07.2015

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

 შეგახსენებთ, რომ ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმები წარმოიქნება სურსათში არასწორი ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით და ისინი იწვევენ გულსისხძარღვთა მძიმე დაავადებებს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს მასთან ბრძოლა როგორც საკანონმდებლო ასევე მომხმარებლების ინფორმირების დონეზე. საქართველოში, ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმების ჭარბი მოხმარებიდან გამომდინარე, მაღალია ტრანსიზომერული ცხიმებით გამოწვეული რისკის ალბათობა და სიმძიმე.
აღნიშნულთან დაკავშირებით რისკის შეფასების სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭომ და სსიპ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურმა მიმდინარე წლის მარტში, სათანადო რეაგირებისათვის დასკვნითა და რეკომენდაციით მიმართეს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს. აღნიშნული საკითხი გადაეცა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმატიული ბაზის რევიზიისა და განახლების ჯგუფს რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ხელმძღვანელობს.
ამჟამად შედგა რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტის რიგით მეორე განხილვა თემაზე: - "საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული და იმპორტირებული მცენარეული ცხიმების და მათ ბაზაზე წარმოებულ პროდუქტებში არსებული ინდუსტრიული ტრანს იზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამოვლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასებ".
რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დასკვნისა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ,, საკვების პროდუქტებისა და კვების სფეროში სამოქმედო გეგმის 2015-2020 წ.წ.“ გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმატიული ბაზის რევიზიისა და განახლების ჯგუფმა შეიმუშავა საქართველოში ინდუსტრიული „ტრანსიზომერული ცხიმების რეგულირების პროექტი.
აღნიშნული გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებში ინდუსტრიული ტრანს-ცხიმების შემცველი საკვების აკრძალვა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ეტიკეტირებასა და ნორმირებაზე დაქვემდებარება. ამასთან დაკავშირებით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსა და სსიპ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენლებმა (ზურაბ ცქიტიშვილი, მაია მეტრეველი, ქეთევან დადიანი)  წამოაყენეს წინადადება, ბავშვთა კვების პროდუქტებში საერთოდ აიკრძალოს ინდუსტრიული ტრას-ცხიმები, რასაც მხარი დაუჭირა მომხმარებელთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის  თავმჯდომრემ ლია თოდუამ.
აღნიშნული  საკითხის განხილვები გძელდება.