facebook
youtube
mail

სიახლეები

24.07.2015

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთების ინსპექტირება დაიწყო.

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახური, პროგრამის „საქართველოში სერთიფიცირების სისტემის დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების შესამაბისად“ ფარგლებში ახორციელებს სამუშაოებს სერთიფიცირების სისტემის დანერგვისა და სრულყოფის მიზნით.
თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველად განახორციელეს მეთესლეობის სექტორში მოქმედი ფერმერული მეურნეობების, ხორბლის სათესლე ნაკვეთების საველე ინსპექტირება. აღნიშნული ნაკვეთები წაროდგენილი იყო 655 ჰა-ზე შემდეგ კომპანიებში: შპს „ლომთაგორა“; შპს „მამული“; შპს „კარტლის პროდაკშენი“ და შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია“. ინსპექტირება მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული OECD-ის მეთესლეობის სქემების გაიდილაინის მიხედვით. შემოწმების შედეგად დაწუნებული იქნა 302ჰა. სათესლე ნაკვეთების ნაწილის პირველი ინსპექტირების შემდეგ მწარმოებლებს მიეცათ მითითებები ჯიშობრივი მარგვლის ჩატარების შესახებ, რის შემდეგაც ხელმეორედ იქნა ჩატარებული ინსპექტირება. შემოწმდა ხორბლის როგორც ქართული ისე უცხოური სელექციური ჯიშები: “ლომთაგორა 126” “ლომთაგორა 143” “ქუალითი"; "ადაჯიო"; "ირიდიუმი"; "ფორბლანკი"; "PR22R58“; “ჰაკანი”; “კაანი” და „კრასნოდარი-99“, აღნიშნული ჯიშები წარმოადგენდა საბაზისო და პირველი თაობის სერთიფიცირებულ სათესლე მასალას.
საველე ინსპექტირების შედეგად მოწონებული სათესლე ნაკვეთებიდან მიღებული თესლის პარტიების ლაბორატორიული ტესტირების ჩატარების შემდეგ, მიღებული შედეგების მიხედვით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაიცემა შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები.