სიახლეები
29.07.2015
ხეხილი ნაყოფსაბერტი და შემგროვებელი აგრეგატის საველე გამოცდა

აგრეგატის უპირატესობა საზღვარგარეთულ ანალოგებთან
შედარებით არის კონსტრუქციის სიმარტივე და ენერგიის ნაკლები ხარჯი, გარდა ამისა მანქანა
არ ახდენს მცენარის ფესვთა სისტემის დაზიანებას, ვინაიდან მისი მუშაობის დროს ვიბრაცია გადაეცემა მცენარის ზედა ტოტებს და არა
მის შტამბს .
თვითმავალ შასზე დააგრეგატების შემთხვევაში მანქანა
ნაყოფების ჩამობერტყვის და შეგროვების გარდა ასრულებს აღებული მოსავლის ყუთების გადაზიდვისაც, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მანქანის გამოყენების ეფექტურობას. მანქანა
გამოიცადა წილკნისა და ჯიღაურის საცდელ ექსპერიმენტულ ბაზებზე და მისი მუშაობა შეფასებული
იქნა დამაკმაყოფილებად. ამჟამად მიმდინარეობს მანქანის კონსტრუქციის სრულყოფა და გათვალისწინებულია
მისი ქარხნული წესით დამზადება.