facebook
youtube
mail

სიახლეები

01.05.2018

გერმანიის მეღვინეობის სკოლის წარმომადგენლებმა ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს

გერმანიის ვაიტსჰოხჰაიმის ინსტიტუტის მეღვინეობის სკოლის წარმომადგენლებმა ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ვენახისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთები დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

დელეგაციის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ უმასპინძლა.„ქართული ღვინო უნიკალურია. თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ ეს უნიკალურობა და, თანამედროვე მეღვინეობასთან ერთად, შეინარჩუნოთ ის ტრადიციული ღვინის ხაზი, რომელსაც ქვევრის ღვინო ჰქვია“, - აღნიშნა ვაიტსჰოხჰაიმის ინსტიტუტის დირექტორმა ჰერმან კოლეშმა.

ქართველი სპეციალისტებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვაიტსჰოხჰაიმის ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში უკვე მეხუთედ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში დაბრუნება მოხდეს.