სიახლეები
10.05.2018
ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ფერმერებმა და სტუდენტებმა მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნეული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ფერმერებისთვის უფასო სასწავლო კურსებს პერიოდულად ატარებენ. მონაწილეობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება უწყების ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.