სიახლეები
28.05.2018
უნგრეთთან მეხილეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა იგეგმება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ნოდარ ხატიაშვილთან და მეხილეობის სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მეხილეობის მიმართულებით ქვეყნების პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პროექტები განიხილეს. მხარეები მათ საკოლექციო ნარგაობებში არსებული ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგების გაცვლის საკითხზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ქალაქ გორში ხეხილის ბაღები დაათვალიერეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრნენ და სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარეს.