სიახლეები
04.06.2018
სტუდენტებმა მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს

ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურები ჩინეთის „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფის“ მიერ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა აშენებული. კომპლექსი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობის განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.
მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენდა, რომლის საერთო ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია.