სიახლეები
08.06.2018
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოში ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს

„ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. საქართველოს მზარდი ექსპორტ-იმპორტი აქვს აგროსფეროში, ძირითადად ღვინის და სპირტიანი სასმელების მიმართულებით. ჩინეთში ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს ღვინის ექსპორტის გაზრდის და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
საქართველოს და ჩინეთის მხარეებმა მეცხოველეობის დარგში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა საქართველოში მეღორეობის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვა. კომპანია პროვინციაში ღორის ხორცის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. მხარეებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ქართველი ფერმერების ჩინეთში გადამზადების საკითხებზეც იმსჯელს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. ამავე პროექტის ფარგლებში გადამზადების კურსი საქართველოსა და ჩინეთში 500-მდე ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა გაიარა. პროექტის ღირებულება 20 მილიონ იუანს (3 მილიონი ამერიკული დოლარი) შეადგენდა.