facebook
youtube
mail

სიახლეები

18.06.2018

ვაზზე სელექციური სამუშაოები განახლდა

სელექციური პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და შვეიცარიელმა სელექციონერმა, ვალენტინ ბლატნერმა ვაზზე სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების გამოვლენის სამუშაოები განაახლეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშებისა და ტრადიციული ქართული ჯიშების ჰიბრიდიზაცია, გასული წლის სელექციური პროგრამიდან მიღებულ ჰიბრიდულ თესლნერგებზე დაკვირვება და მათი რეზისტენტობაზე გამოცდა მიმდინარეობს.

მსგავსი სელექციური სამუშაოები საქართველოში ბოლო 30 წელი არ ჩატარებულა. ცენტრის თანამშრომლებთან ერთად პროგრამაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებიც არიან ჩართული.

აღსანიშნავია, რომ სელექციონერ ვალენტინ ბლატნერს სელექციური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა აქვს. მის მიერ გამოყვანილი სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადი ვაზის ჯიშები - კაბერნე ბლანი, პინოტი, კაბერნე ჟურა, ბირსტალური მუსკატი ინდუსტრიული წარმოებისათვის მრავალ ევროპულ ქვეყანაშია ნებადართული. სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტულ ჯიშებს შეწამვლა, ძირითადად, არ სჭირდება, ან სჭირდება წელიწადში მხოლოდ 2-3-ჯერ.