სიახლეები
26.06.2018
სამეგრელოს რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს და თემატური ბროშურები გადასცეს. მცენარეთა დაცვის, ციტრუსის და დაფნის მოვლა-მოყვანის და ვეტერინარიის საკითხებზე ადგილობრივებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სპეციალისტებმა ერთი კვირის განმავლობაში აბაშის, ზუგდიდის, სენაკის და ხობის 18 სოფელი მოიარეს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და კონსულტაციების გაწევაა.