სიახლეები
26.07.2018
ჩეხეთის პარდუბიცეს მხარის წარმომადგენლები წილკნის ბაზას ესტუმრნენ

ჩეხეთის დელეგაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი შალვა გივიშვილი შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთში ორგანული სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე, განვითარების პერსპექტივებსა და დარგის გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება აგრარულ სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და გაძლიერებას დაეთმო.
ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის დელეგაცია ადგილობრივ სასწავლებლებს მოინახულებს და საქართველოს რეგიონებს ესტუმრება.