სიახლეები
31.07.2018
მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ

მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლის ბოლოს გაიხსნა. ბაზაზე ენდემური პოპულაციების შენარჩუნებისა და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
ბაზაზე ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სისტემატურად ეწყობა სემინარები ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.