სიახლეები
06.08.2018
მობილური ექსტენცია იმერეთის რეგიონში გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში 2017 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით 8500 ფერმერი გადამზადდაა. პროექტის მიზანი ფერმერების მხარდაჭერა და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევაა.
პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში 8-10 აგვისტოს სპეციალისტები ბაღდათის, ზესტაფონის და ხარაგაულის (სოფლები: როხი, დიმი, კლდეთი, სანახშირე, ზედა საქარა, ვარძია, კიცხი, საღანძილე) ფერმერებს შეხვდებიან.