სიახლეები
13.08.2018
ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა გაიხსნა

ლესიჭინეს მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით გოგუამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ესებუამ ოფიციალურად გახსნეს.
„სამეგრელოს რეგიონში საუკეთესო ჯიშების გამოვლენა-პოპულარიზაციის მიზნით, ლესიჭინეს ბაზაზე გაშენებულ ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ნარგაობას აქვს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა“, - აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა.